6:30 PM
მე ვიზამ საკუთარი თავისთვის ყველაფერს რეკლამის გარეშე
მე არასდროს გამიკეთებია, რომელიმე პოსტის რეკლამა ინტერნეტში, კერძოდ სოც ქსელებზე დაბუსტვას ვგულსიხმობ, რომ არ მოვეწვიე თამარას საღამოსა და გამფონისთვსი წიგნის მაღაზიაში და რომ არ გამოვსულიყავი 27-ზე, ამ წლის ფოტო არც მექნებოდა, და არც მანაღვლებს კი არა, არ მაქვს არაფრის ხალისი. ასევე მაქვსბავშვობიდან კომპლექსები და მჯერა, არასდროს ვიქნები სოციალურ ქსელზე აგებული ტიპი, თუმცა გული მწყდება ამ სიტყვებსაც რომ ფეისბუქზე ვკრეფ, იძულებული ვხდები.. არ ვარ ის ტიპი, ვინც თვალში გაეჩხირება მასას თავისი სისულელით და მე რასაც მიფიქრია, რაც მინახავს, რა კითხვებიც გამიჩნდა, იმის მოძებვნა ქართულ ინტერნეტში აზრი არ ჰქონდა და ზოგ რამეს ინგლისურად, რუსულად, იაპონურად და ჩინურად, რადგან დიდი მასაა და როგორც უინტერესო ნაგავითაც გადატენილია, შესაძლოა ფონს უკან გამოჩნდეს, იმალებოდეს სერიოზული ინფორმაცია და რა კითხვებზეც ვერ ვიპოვე ინტერნეტში პასუხი, დავფიქრდი, შევიგრძენი, მივხვდი და მივედი ჩემით იმ წერტილამდე, რომლის იქით ისევ იწყება ახალი წერტილი და საინტერესოა ამის შემეცნება..

მაგრამ ამ ტვინის თვითგანვითარების ეტაპებს, მარტოსულ წლებთან ერთად. რომელსაც დაჰყვება სითბო და რომანტიული ტალღა, გამოვხატავ ლექსებითა და ნახატების სახით, უმეტესობას ვერ ვუღებ ფოტოს, მაგრამ რაც უკვე დავდე, რასაც უვკე გადავაკვდი, არათუ გაყიდვადი, რადგან არასდროს მიფიქრია, როგორც ბიზნესმენი, ყოფილა სისხლი ჩავაბარე სახატავი ტილოს საყიდლად, როდესაც პური არ მქონია სახლში, ანუ ყველა სხვადასხვა დონეზეა და სამწუხაროდ შესაძლოა რამდენიმემ აქ შეცოდების ელემენტი დაინახოს, მაგრამ მე მეამაყება კიდეც რომ ასე ვქენი და ასეც უნდა მექნა, რადგან ესაა ჩემი ცხოვრება..

უბრალოდ როდესაც გამოფენა უნდა მქონოდა გადაიდო იმავე მიზეზით უვადოდ, რა მიზეზითაც ყველაზე იაფ ქვეყანაში, იტალიაში წასვლაც გადამედო, სადაც 8-იდა 10 ევრომდე ღამეს გავათევდი და ქუჩიდან დავიწყებდი ფულის შეგროვაბას ნახატებით, ამერიკამდე გზის გასაკვალად, სადაც მწამს, უბრალოდ რომ გავითოშო ჩემი სამი საყვარელი მუზეუმიდან ერთ-ერთად (სამივე ნიუ-იორკშია) აგორა, მომა და მეტროპოლიტენის მუზეუმი. ჩემს ერთ სერიოზულ ნახატს, საჭიროებისადმი გადავაფარო რაიმე საწვიმარის მსგავსი, თვითონ გავიტან თავს, ბორდიურზე წამომჯდარი, სანამ ვინმე სერიოზული არ შემამჩნევს და უძლურს, არ მაბანევებს, გამომკვებავს და მოკლედ.. სანამ ფეხზე მყარად არ დამაყენებს.. ეს ყველაფერი ოცნების დონეზეა.. მაგრამ ოდესმე ახდება!.. არადა ადრე არ ვიყავი ასე, რადგან მჯეროდა, ოდესმე რომ წავალ, მინიმუმ ერთი ადამიანი ერთხელ მაინც გადამშლის და წამიკითხავს, მაგრამ სადაც არ მოვხვდი, რასაც არ ვაკეთებდი, ყველა კუთხიდან, ვისაც რაიმე შეეძლო, გადამეღობა და ფეხს მაჭერდა, მე ასევე არასდროს არ ვთხოვ, არ დავურეკავ ტელევიზიას, რომელმაც აქეთ უდნა გამოიჩინოს ჩემდამი ყურადღება, როდესაც ამერიკაში რამეს მივაღწევ, მერე რაღაში მჭირდება, აქ და ახლა, რომ მარტო ვარ ერთ-ოთახიანი და გაუსაძლისად და რომ მჭირდება ჩემი სიტყვა ვინმემდე მივიდეს და შეეხოს.. აქ და ახლა სად არიან.. მახსოვს 2016-ში, როდესაც ჩემი მეგობარი გამოვიდა გამოვიდა ქუჩაში თქვა რომ სასამართლოთი აქამდე იბრძოდა, საკთარი თავისთვის, ახლა კი ხალხისთვის, რომ ვინც უკვე დანიშნულია, იმათ რომ ამარჯვებინებენ და ასევე ტეხენ და ჩქმალავენ, იყიდებიან და სიმართლეს კლავენ ფულზე.. ეს ბოლო მე დავამტე, მაგრამ ასეა.. ანუ მან თქვა, ამის შემდეგ რომ ამიყვანონ, თვითონ დავწერ უარს და წამოვალო, რადგან აქ ხალხისთვის და უსამართლობის აღსაკვეთად ვარო და საკუთარი თავისთვისო.. მართალი კაცია. ჰოოოდა მანდ მივიდა ერთი ჟურნალისტი და დოკუმენტური მასალა ჩაწერა მასზე და არ გააშვებინეს, ის უარზე იყო, არვიცი, ალბათ ინტერნეტში მაინც დავდებო, რაც არ ვიცი ვერ ვიტყვი, მაგრამ ისე ქნეს ბოლოს რომ ან წაუშალეს, ან საერთოდ დაუმტვრიეს კამერა, რატომ? ასევე აქციებზე რომ ვიყავი არ ვამბობ რომ რატომ მე არ მკითხეს რამე-თქო, უბრალოდ ჩემს წინ, უკან, და ორივე გვერდზე გამოკითხა ჟურნალისტმა რამდენიმე დამსწრე, მე ხელში დიდი ჩემით მოხატული სერიოზული ბანერი-ტილო მეჭირა. წინა დღეს თუ იმის წინაზე მივულოცე დაბადების დღე, ნუ ეს არაფერი, შეიძლება ვერ გაიგო ხალხში და არ გავჩერდი, შემრცხვა ან გამეორება ან დამყოვნება, მეთქი დავიმცირებ თავს-თქო, არაუშავს-თქო, ამგრამ იქ, კერძოდ იმ ტელევიზიაში არის რადმენიმე ადამაინი, ვინც იცის ვინ ვარ და რა და უბრალოდ გამარჯობა რომ ეთქვა გამიხარდებოდა, იმ მომენტში ისე ვიყავი, შესაძლოა მეთქვა, უკაცრავად, მაპატიეთ, თუ შეიძლება, სხვა ჩაწერეთ-თქო, უბრალოდ მომსალმებოდა, რა იქნებოდა.. სპეციალურად არ მინდა აქ სამი თუ ოთხი ჟურნალისტის სახელი ვახსენო, ვისაც შეეძლო დახმარება, ნუ ყოველშემთხვევაში მე მიმაჩნია მასე.. მარა ჰა.. რათ გინდა..

ეს პოსტი არც იმაზე მინდა წარიმართოს რომ ვინმემ თქვას, აი, პიარშიკი ნაბიჭვარიაო, რადგან რეალურად ერთი რეკლამა არსად არ გამიკეთებია, სერიოზული აზრები მაწუხებს, რაც შესაძლოა გავანდო ხალხს, მაგრამ იუთუბერი ვერ გავხვდები, რადგან დონეა ისეთი, რომ მაყუთა მამიკოს შვილები და რაღაც სისულელებს რომ იღებენ ამდენი ფაქტი ჩემს შესახებ და 200 000 ნახვები და რამე, რატომ? იმიტომ რომ არა მხოლოდ ინტერნეტი, ეს უბრალოდ ანაბეჭდია, იმ ხალხის, ვისი დონეც ძალიან ბალია, თუნდაც ესაც განათლებაა, რომ შედიხარ სამარშუტოში, შესაძლოა არავინ იჯდეს ისეთი, ვისზეც მოქმედებდეს ცუდი ხმები, ამგრამ პატივი ეცი სხვას და ნურც კევს აღლაჭუნებ, ნურც რაიმე საკვებს შეექცევი, თან შესაძლოა, სხვა გული წაუვიდეს, ისე მოუნდეს, მაგრამ პირადად ჩემზე ხმა მომქმედებს საშინლად, მითუმეტეს ცხვირით სრუტუნი, რომელმაც არ იცის ცხვირსახოცის არსებობა, ასევე ხველისას ხელის მიფარება, სასურველია საიდანაც იხრება ხელი იმით ჩაკეტო.. და მე სხვისი გულისთვის, ორი-სამი გაჩერებით ადრე რატომ უდნა ჩავდიოდე, როდესაც იმდენივეს ვიხდი, როგორც ის, ვისაც არულყოფილად არ ასწავლეს ზრდილობდა, რადგან თვითონ მის აღმზრდელმაც არ იცოდა მისი წინაპრიდან, რატომ?
ასევე გულს მირევს გოგონასთან გვერდით ტიპები რომ ხან საკუთარი საოხრით, ხანაც ვინემს დამცირებით ან გინებით იმყრალებენ პირს. კერძოდ ამ პოსტის კრეფისას დამადგა რამდენი ბილწი სიტყვა ენაზე, მაგრამ ვიცოდი, რომ თუკი 3, 4 ან 5 ადამიანი წაიკითხავს, იქიდან ან სულ გოგონები იქნებიან ან მაქსიმუმ ერთი კაცი და ვფილტრავ, მაგრამ იმას კი არ ვამბობ, რმ ვინმეზე რამით, არა უბრალოდ მინდა როდესაც გოგონასთან, როგორიც არ უნდა იყოს ის, ტიპმა ერთი ბილწი სიტყვა არ თქვას, ყვირილითაც რაღაც განსაკუთრებული თუ არაა არ გამოიყენოს და ხელის აწევაზე ზედმეტია საუბარი, გინდაც ხელმოწერილი ცოლ-ქმარნი იყვნენ, გაუშვი დედასთან და რაღაც პერიოდის მერე თუკი აუცილებლად თვლი თავს რომ დაუმტკიცო, ან რა საჭიროა, უბრალოდ შენი ჰო იყოს და არა - არა, მაგრამ თუ რაიმეა, გაესაუბრე და მოასმენინე შენი სიმართლე, მაგრამ თუ აწევ ხელს, იმ პირად სიტუაციაში როგორი მართალიც არ უნდა იყო, მაინც მტყუანი ხარ, ესაა ჩემი აზრი.

იმაზეც გული მწყდებასავით, რომ თავის გამხელა გამოდის, ანუ გაცნობა რა, რაც არ მინდოდა, მიანცდამაინც დიდი სურვილი არ მკლავდა, უფრო მიმოწერა და შეხვედრა მიზიდავს, თუკი წელიწადში ერთხელ მაინც გამიმართლებს, მაგრამ ესაც მესმის, გინდა ზემოთ რაც ავკრიფე და გინდა ახლა რასაც ვწერ, ემოციურია და ნაკლებად დალაგებული.

უბრალოდ ბოლოს იმას დავწერ, რომ ვისაც მე ოდესმე მაინც ვახსენდები, მან იცი ჩემი ტელეფონის ნომერი, მაგრამ შესაძლოა ისაც რამდენიმე დღეში გამოვთო, არავისთან მივიდე არაფერზე, თუკი სადმე გავალ არც მაღაზია, არც მეგობარი, არც ნათესავი, მიტოვებული, დაუსახლებელი ქუჩები, ლიანდაგი და სახლი.. კითხვა, ხატვა და წერა.. ვიცი, ის რამდენიმე თითზე სახელი-გვარებით ჩამოსათველი ადამიანებიც მიმივიწყებენ და რამდენიმე ნამდვილი, ვისთვსიაც არ ვარ სულერთი ის დამირეკავ, ამ ნახავს კვირაში ერთხელ მაინც გამაგონებს ხმას..

ისაც მესმის, შესაძლოა უაზროა ან ბავშვურად ჩანს, ამაზე საუბარი ჩემი ფსიქიკისა და წლოვანებიდან გამომდინარე, მარამ უკვე ყელს ზემოტ ამოდი და მოთმენაც ჭირს.. მოკლედ უყურეთ სისულელეებს მილიონიანი მასშტაბებით (არ ვიყავი ასეთი და არ ვფიქრობდი ამაზე, სანამ ფეხს არ დამაჭერდნენ, ვისაც ჩემი დახმარება შეეძლო და იქიდან წამოვიდა საპირისპირო ტალღა, რომ იმდენს ვიზამ, აქეთ შემეხვეწონ) და აწი, მე შემეშვით, ვითომც არც ვარსებობ, თუ გაგახსენდებით, იცით ნომერიც და ბინის მისამართიც. სადამდე და როდემდე გაგრძელდება არ ვიცი, შეიძლება საერთოდ, ერთხელაც შემოვიდე და გავაუქმო რამდენიმე სოციალური ქსელი რაც მაქვს და თუ გავაკეთებ გამოფენას, რამდენიმეს დაგირეკავთ ან გიხიალვთ პირადში და თქვენ გინდა წამოიყვანთ მეგობრებს, შეყვარებულებს, მეუღლეებს, ბავშვებს, განსაკუთრებით ბავშვები, საოცრება დედამიწაზე.. აუ, ცრემლი.. კაი.. მოკლედ კარგად იყავით, მიყვარხართ!..
კატეგორია: ჩანაწერები | ნანახია: 469 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ტელევიზია, პიარი, დედა, ოჯახი, განათლების დონე, ტელეფონი, მილიონი, ბოდიში, შეყვარებული, ჟურნალისტები, მედია, დედამიწა, ლიანდაგი, ფსიქიკა, ემოცია, საიტები, უსამართლობა, ზრდილობა, ბავშვები, ნათესავი, ქუჩა, მეუღლე, მაპატიე, ხალხი, ტალღა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar