2:07 PM ნ.-ს — (ახალი ლექსი)დრო. | ათას კაცში მარტო. დგომა და ლოდინი. სიტყვა. სახეზე სითბო. ხასიათი და განწყობა, ემოცია, რომელსაც ვერ შევურჩიე ფერი. ნიღაბი გაქვს ვარდის, მაგრამ შენში ვხედავ მინდვრად ამოსულ მარტოსულ გვირილას და ყოველი შემოხედვისას სულიერად ვივსები. დავდუმდებოდი, რომ არ მქონოდა ნახატი, რომლის ყურებისას შენს სამყაროში ვცურავ. ... და მიხარია, რომ მე ის უბრალოება შევიცანი, ვიპოვე, რომელსაც მოვასმენინებ საკუთარ სიჩუმეს. მუსიკა და ჰიპნოზი. ჰაერი და წყალი. ფრენა და უკვდავება.. ა-მი'ნ!.. მიმაგრება: სურათი 1
| |
სულ კომენტარები: 0 | |