11:31 AM
შეშლილის ჩანაწერები — ლექსი # 7
მარტოკაცის ბინაში მეტია ღმერთი,
ვიდრე მთელს მის ქუჩაზე..

კარის გამოხურვამდე პირჯვრის გადაწერა
ქუჩაში მეგობრის დასამშვიდობებლად აწეული ხელივითაა,
რომელიც მახსენებს ტრანსპორტიდან შემჩნეულ
ახალგაზრდა გამხდარი გოგონას სახეს,
რომელშიც დავინახე დედობრივი სითბო და ტკივილი
რომელიც ისეთივე ამოუხსნელია ჩემთვის,

როგორც ბინაში დატოვებული ღმერთი,
რომელმაც ჩემს გვერდით იმგზავრა.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 505 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: შვილი, სკვერი, ბინა, დედობრივი, ტკივილი, კარი, ქალაქი, დედა, გამხადარი გოგო, სითბო, იესო ქრისტე, ქუჩა, გოგონა, ტრანსპორტი, ეზო, ფეხმძიმობა, იესო, ქრისტე, მგზავრობა, ქალი, მშობიარობა, პირჯვრის გადაწერა, ღმერთი, კარები, ცრემლი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar