1:46 PM
მარიამი — ციკლიდან "ბაჭიას" — მეშვიდე ლექსი
გასული წლის მიწურულს დავფიქრდი,

სად უფრო მეტია ღმერთი,
ცაში
თუ შენში?

ალბათ კედელში,
რომელიც უძლებს ამდენ დარტყმას
და მაინც ცდილობს ჩემს დამშვიდებას.

გადის დრო.
ველოდები შენგან წერილს
და ვხვდები,
მთებს გადავდგამ ჩვენი ჯერ არჩასახული ბავშვისთვის.

მთელი ჩემი ცხოვრება
ის ერთადერთი ნახატია,
რომელსაც შენი მზერა ფრთებს შეასხამს.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 679 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ლექსი, პოეზია, nika dzamiashvili, სიყვარული, ღმერთი, ნახატი, ნიკა ძამიაშვილი, poezia, წერილი, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar