1:32 PM * * *შენ ვიღაცა გითვალთვალებს, | ვიდეო კამერა არის მუდამ ჩართული, რომელიც იწერს შენს ყოველ მოძრაობას და ხმას. დასმულ კითხვაზე პასუხი უბრალოდ ცხოვრებაა. კავშირი სხვა სამყაროებთან სულების, შიშებისა და მოჩვენებითი შუქის სახით. ყოველი გასული წამი მომდევნოსთვის ისტორიაა, რომელზეც შესაძლოა გიყვებოდე პოეზიით ან მხატვრობით. რამდენჯერ ვეცადე მედიტაცია, მაგრამ გონება სრულად ვერანაირად გავთიშე, ვერც აზროვნებით, ვერც სუნთქვისა და ვერც სხვადასხვა მოძრაობით. ბევჯერ განმიცდია ჰიპნოზი მუსიკის სახით. მე ვარ გზა, რომელზეც გავლისას ან ფეხი დაგიცდება, ან ვერ იგრძნობ საკუთარ წონას, თითქოს ღრუბლებს ზემოთ ფეხშიშველი დაიარებოდე. მთებში უსაზღვროდ სიარული უკან მოსაბრუნებელი გზის გარეშე. მსურს უდაბნოში დაკარგვასავით ვიარო მთებში, იმ იმედით რომ ბოლოს ვნახავ შუქს, რომელიმე ქოხიდან. ელვის პრესლი, ჯიმ მორისონი, ვიქტორ ცოი ისმოდეს ჩემს ყურსასმენებში. სნუპდოგი შუგმა ქუჩიდან აიყვანა და ხალხში გაიყვანა, ის ზოგჯერ გაუკიდებს და იწერება ტექსტი ან იწყებს ხატვას. მის მხატვრობაზე ახლახანს გავიგე და გამიხარდა, რადგან სადღაც შორს მაინც გადაიკვეთა ჩვენი გზა. ზოგჯერ ჩავრთავ ხოლმე სერიოზულ ბიტს და ვიწყებ ფრისტაილს, ნებისმიერ თემაზე, რაც მადგება ენაზე რომ ვიდგები სცენაზე.. და მსგავს სისულელეს ვუმატებ განცდებს, ცხოვრებიდან გამომდინარე მძიმე ტექსტს, რომელიც დაუფიქრებლად გზადაგზა ირითმება, ვუყოლებს ხელისა და შემდეგ სხეულის მოძრაობას, ემოციებსა და ზოგჯერ ყვირილსაც კი. მუსიკა მოქმედებს ჩემზე და ისე ვიზამ, რომ იმოქმედოს შენზეც, ვინც მათვალიერებ ნახატების, მკითხულობ ლექსებისა და მისმენ მუსიკის სახით. გმადლობ, რომ არსებობ ადამიანო, ვისაც ოდნავ მაინც გესმით ჩემი შეშლილი ვითარების. მთავარია გწამდეს იმის რასაც ვერ ხედავ, არ გესმის, მაგრამ გრძნობ, გულის ფეთქვას გისწრაფებს, განიცდი, შესაძლოა აგეკვიატოს მთელი დღე და არ დაგაძინოს ღამე. ეს სიმართლეა, რომელიც კედლის მეორე მხარეს იმალება. ჭკვიანი ადამიანი დაიწყებს ლოცვას ღვთის წინაშე საკუთარი თავისა და საყვარელი ხალხის გულისთვის, სხვა კი დაიწყებს ბინძური ხმების გავცელებას ღვთის სახლსა და თვითონ უფალზე. არ ვიცი, ბოლო ჟამის სიახლოვის უფრო მწამს, თუ ჩემი ამქვეყნად მარად ახალგაზრდად დარჩენის. ვგრნობ არ მიწერია დიდ ხანს სიცოცხლე, მაგრამ გამიხარდა, მეგობარმა საწინააღმდეგო რამ მითხრა, ორი წლის წინ. ბრილიანტები. ჩიტების ჭიკჭიკი. საათის წიკწაკი. ფრჩხილების კვნეტა. მგლების ხროვა. ყმუილი სამართალი სად არის? ვაქცინაცია. რევოლუცია. ჩაძინებამდე, საბნიდან ფეხი ჰაერზე გაწიე. და არ გაცდიან ნერვიულ შეშლას რომელსაც უმატებ ტკივილს და ცრემლის დახმარებით ცდილობ დამშვიდდე, ან იპოვო ხსნა ამ გაურკვეველ ვითარებაში, სიგიჟით სიამოვნება, ისე, როგორც მოსაწევისგან ზემოქმედება ან სერიოზული მძიმე ჩაის დახმარებით საკუთარ ფსიქიკაზე ზემოქმედება, ემოციურობით, მგრძნობიარობითა და უამრავი აზრების სიშიშვლით, რომლის ჩაწერასაც ვერ ასწრებ, რისთვისაც არ არსებობს კონკრეტული ფერი, სიტყვა, ან მოძრაობა. გადის დრო და გითავდება ფული, ცარიელდება მაცივარი და აღარ ისვრი სიტყვიერ ფაღარათს, რადგან მშვიდდება შენი ტვინი როგორც კაიფიდან გამოსვლა, გულის ფეთქვაც ნორმამდე ჩამოდის და მთავრდება საყვარელი მელოდია, რომელიც იკავებს შენს მეხსიერებასა და გულში ადგილს, ისევე როგორც ოდესმე დავმთავრდები მე, შენ კი წაიკითხავ ამ ლექსს დახედავ ჩემს ნახატს, მოუსმენ ჩემს მუსიკას, ან სამივე ერთდროულად დაგიდგება თვალწინ და ლოყაზე ცრემლი დატოვებს კვალს გზასავით, რომელზეც გავივლი მე. მიმაგრება: სურათი 1
| |
სულ კომენტარები: 0 | |