11:45 PM
* * *
დედა აბარებს საუთარ სისხლს,
რომ ბავშვს მოუხარშოს წიწიბურა
და წყალში ჩაულბოს პური.

ეს ჩემი ქალაქია,
სადაც დილა მზის ამოსვლის ნაცვლად,
ვინმე კეთილი ძიას ნაჩუქარი ძეხვისგან გამოწვეული
შვილის ღიმილით ნათდება,
და მაშინ ბინდდება,
როდესაც დედა ინახავს სამ-ოთხ ნაჭერს კარადაში
მეორე ბედნიერი დღისთვის,
თვითონ კი მორჩენილ ნამცეცებს კენკავს.

მეორე დღის გათენების იმედი მცირდება,
როდესაც ბინაში ცრემლებით გაწვიმს
რადგან არ გყავს ის,
ვინც დაგიმარხავს ძილში გაყინულ, მშიერ ბავშს.

ბრძოლა ხორციელი გადარჩენისთვის იმდენი ძვირია,
რამდენადაც სურვილი გაღიმების,
ქვეყნიდან გაქცევის
და უკიდეგანო ციდან ვარსკვლავის მოწყვეტის,
რომელიც გადის ჩვენი უსაქმური სინდისიდან
თითო ბავშვზე თითო კანფეტის ჩუქებამდე..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 744 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ბავშვი, leqsi, nika dzamiashvili, ბედნიერი, ნიკა ძამიაშვილი, ძეხვი, poezia, შვილმოკლული დედა, პოეზია, ლექსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar