0:05 AM * * *ცხოვრება. | ტანზე ნაიარევი. ფსიქოდელიური მუსიკა. ჭიქაში ორი კოვზი ყავა და ერთი შაქარი. დამწუხრებული გოგონა ჰგავს ანგელოზს, და მისი გული კი ყინულს რომელიც შენს გვერდზე სადარბაზოში ცხოვრობს. გავჩუმდი. ჩემში დუმილი ყვირის. ტკივილი გულზე მაწვება და ხელებს მიჭერს. მსურს ვიყვირო, მაგრამ ჩამოყალიბებული მიზეზი არ მაქვს. მოატყუე საკუთარი თავი და იამაყე იმით, რაც არ გეკუთვნის, უბრალოდ იყენებ მას, შენი სურვილისამებრ. თაგვებმა ცნობიერება გამოგვიჭამეს. რაის უსისხლო რევოლუციაზეა ლაპარაკი, ხმის ამოღებასაც კი ეკარგება ფასი. მეოცნებეთაც გაგვიჩნდა მეორე დღის შიში და მწარე რეალობა გვესიზმრება. შემწვარი კარტოფილის სუნი შემოდის შენს ბინაში. სურვილი, წარმოსახვა, ნერწყვი. ფანჯრიდან გადიხარ ეზოში. ჩამოვარდნილი ფოთლები, როგორც თავიდან თმა, მტევნიდან თითი და ციდან ვარსკვლავი. ღამეა ჩემი უბერებელი ახალგაზრდობა, სანამდეც ფეხები მატარებს ქუჩებში. ასრულებული სურვილები ჰგავს დავიწყებ სიზმარს, როგორც ზოგჯერ, საბანქვეშ საიდანღაც შემოაღწევს მზის მკრთალი სხივი და ხვდები, რომ გათენდა. დილა არის განრიგი, გმართებს სისწრაფე რომ მოასწრო, სამუშაოზე წასვლა, ნერვების მოშლა, სახლში მილასლასება, ბანაობა და ა.შ. მთვარევ, გთხოვ, კიდევ მაცალე მცირედი თავისუფლება და ნუ გათენდები.
| |
სულ კომენტარები: 0 | |