9:18 AM * * *მე ის ხე ვარ, | რომელსაც ერთი გამხმარი იმედი შერჩა. ვგრძნობ, ხვალე ისიც ჩამომვარდება. მას ერთი გოგონა დაიჭერს ხელში, წაიღებს სახლში, ან მცირე ხნით გაათბობს და შემდეგ მიაგდებს სადმე, როგორც საკუთარი ქალაქის რომელიმე ხეზე შემთხვევით ჩემი ლექსის წაკითხვისას, წუთიერი განცდა, რომელიც შესაძლოა, მალევე გაცივდეს მასში. ჩემს ქუჩაზე, შემხვდა ერთი ანგელოზი, რომელიც იდგა ტროტუარზე და ხელში ეჭირა გამხმარი ნეკერჩხლის ფოთოლი. შევხედე მას, გავუღიმე, განვაგრძე გზა და ხელზე შემომეწერა ეს ლექსი.
| |
სულ კომენტარები: 0 | |