9:02 PM
კა-სან-დრა
ვკვდები.

საკუთარ თავს არ ვიცნობ,
სხვისას მითუმეტეს.

ჩემმა ყვირილმა გაჟღინთა
ბინის კედლები,
მაგრამ ხმა,
ჯერ კიდევ ფანჯრებს იქით
ვერ გასცდა.

ალბათ,
მართალი ვიქნები თქვენს წინაშე,
გამიგებთ
და დამიჯერებთ,
მაშინ,
როდესაც დავტოვებ კვალს ქუჩაზე,
ჩემი აივნიდან.

მჯერა,
"კა-სან-დრა"
ჩემს ძარღვებშია
და კივის.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 757 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi, პოეზია, nika dzamiashvili, ნიკა ძამიაშვილი, სიგიჟე, poezia, სისხლი, კასანდრა, ლექსი, სიკვდილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar