10:05 AM
* * * ( მაკო ქობალიას )
მე არავინ მგავს ისე,
როგორც შენ.

მე არ ვგავარ
არცერთი წიგნის პერსონაჟს
და არცერთ ცხოველს.
ყველაფერი ბუდობს ჩემში ცოტ-ცოტა.

ჩვენ განგვასხვავებს ჩემი სიგიჟე,
ჩემი დაუღვრელი ცრემლი
და ამოუღებელი ხმა.

და საერთო,
რაც ორივეს გვახასიათებს
- სიყვარული,
მაგრამ შენ ჩემზე ბევრად კეთილი ხარ.

ორივეს გვიყვარს,
როგორც მომღიმარი ხალხი,
ასევე დაცემულის ფეხზე წამოყენება.
ორივეს გვიყვარს ბავშვები.

ორივეს გვაქვს გამოცდილება
და ორივეს გვაქვს უნარი გვიყვარდეს ყველა,
მაგრამ არა - ერთმანეთი.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 711 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: სიკეთე, სიგიჟე, leqsi, ერთმანეთი, ნიკა ძამიაშვილი, პოეზია, nika dzamiashvili, სიყვარული, ლექსი, poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar