2:14 PM
* * * (შენ არ იცი მე როგორი მხიარული ვარ, საკუთარი თავთან)
შენ არ იცი მე როგორი მხიარული ვარ,
საკუთარი თავთან,
მაგრამ არ ვიცი
რომელ თვალში ჩაგაწვეთო ბედნიერების წვეთები.

ნორმალურობა ჩემი მეორე სახეა,
რაღაც სულიერი ნიღაბივით,
რომელიც იძულებული ვარ თქვენთან ვიხმარო.

მსურს მეტროპოლიტენის მუზეუმში
ჩემი ერთი ნახატის ჩამოკიდვა.
და მის მერე უჩინმაჩინის ქუდი.

წლები წამებივით,
დრო კი სიზმარია.
სიზმარი კი იმის წარმოსახვა,
რაც ოდესმე გადაგხდენია, ან მომავალში გელოდება,
შესაძლოა,
ის ხალხიც იხილო, ვინც არ შეგიმჩნევია ქუჩაში,
ან თვალი აარიდე ან საერთო მასაში წამიერად გაქრა.

თუკი ვინმეს გამოვუსალმებ სიცოცხლეს
ვერავინ გაიგებს ამის შესახებ,
ჩვენ ოთხის გარდა
მე, ის, შავი და წმინდა.

მე თუ მიყვარს, ზედ გადავყვები მას
და დავამშვიდებ ნებისმიერი ძალით.

შემიძლია შეგაშინო
და შენ წახვიდე ჩემგან,
მაგრამ ჩემზე მზრუნველს ვერსად ვერავის ნახავ.

მე თუ მივდივარ,
იმავე დღეს
იმავე ქუჩით უკან არ ვბრუნდები,
დღეში ორჯერ ერთიდაიმავე ადგილს არ ვტკეპნი,
არანაირი გათვლა,
ქუჩა, სკვერი, რკინიგზის სადგური, თუ ვინმეს ეზო
ყველა ის გზაა,
სადაც სიარული არის მხოლოდ მოძრაობა,
სადაც ფეხს მიყავხარ,
სადაც ფსიქიკა და ფიქრები ხან უსაზღვროა და ხანაც გათიშული.

შესაძლოა მოსიარულემ ვიძინო.
მე ჩემი ქალაქის ყველა ქუჩის ქველა ნაბიჯის მუსიკა მესმის,
ტემპი, ტაქტი, რიტმიკა,
ერთიდაიგივე სიტყვები, იმავე მნივნელობით
თითქოს ამძაფრებს წინადადების შეცნობას,
თუნდაც მხოლოდ ჩემთვის,
როდესაც ვარ მარტო სახლში და ვკითხულობ ამ ტექსტს
რომელსაც ვწერ და ალბათ მალე მოვრჩები.

ვიცი ლექსამდე ბევრი უკლია
ამ ჩემი აზრების უაზროდ ნაწერს
მაგრამ ისე ახლოა ჩემთან, როგორც საღებავის სუნი
ჩემს ერთოთახიან ბინაში.
თითქოს მწამლავს, მაგრამ იმდენად მეხმარება შედეგი,
როგორც მკერდის შეხებისას განცდილი ჰორმონი,
რომელიც შოკოლადზე ბევრად უკეთესია.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 499 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: saghebavi, tscamebi, nighabi, hormonebi, taqti, poezia, ritmika, sicockhle, tempi, natseri, siyvaruli, modzraoba, fsiqika, sikvaruli, muzeumi, leqsi, uchinmachinis qudi, musika, qucha, nabijebi, sizmari, mkerdi, martooba, Shokoladi, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar