9:58 AM
* * *
ქალაქი ისვენებს გამვლელთაგან.
ჩემი ნაბიჯები კი მდინარესავით ეღვრება ქუჩას.

მინდვრის ყვავილებს ირეკლავს მთვარე,
რომელიც ეძებს შემორჩენილ წყალს,
საკუთარ ნამტირალევ სახეზე.

ჩემი შენსდამი ნათქვამი „მიყვარხარ!“
საკუთარ სისხლზე ძვირია
მაგრამ მას არ შეუძლია
დარჩენილი სიცოცხლე გაუხანგრძლივოს
მოწყვეტილ ყვავილს.

ვიყურები სარკეში. დანერვოზებული თავის გარდა,
ჩანს ქალის ლანდი,
რომელიც ებრძვის შენსდამი აღზნებას.

ყოველი ფილტრამდე ჩაყვანილი სიგარეტი
რომ მაშორებდეს
შენს ხელის ჩაკიდებასთან,
დროს ვენიდან სისხლს ამოვწოვდი,
რითაც გავაცოცხლებდი
ჩემს მკვდარ ქოთნის ყვავილს,
რომელიც მეხმარებოდა უშენო დღეების მოწევაში.
თვენახევარი გაიწელებოდა დღენახევრად.

ნუ მოწყვეტ ყვავილს,
შესაძლოა მისი დაჭკნობით ჩემში ჩაკლა იმედი
ან სულაც შემაწყვეტინო სუნთქვა.
მწამს, შეგწევს ძალა, რომ მორწყა
და გაიღიმო.
ათას კილომეტრს მიღმა ვიგრძნობ შვებას
და გამიხარდები!..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 708 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: შვება, ქუჩა, nika dzamiashvili, მიყვარხარ, ყვავილი, leqsi, ნიკა ძამიაშვილი, პოეზია, ლექსი, poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar