მე შემიძლია ვიყო შავკანიანი ქალი ან მამაკაცი, ასევე თეთრიც, როგორც გამოვიყურები ამ დროისთვის.. მტირალიც და მებრძოლით, მთავარია რას დავწერ, რას დავხატავ და როგორ ვიცხოვრებ..

ერთი პერიოდი იყო, როდესაც რასაც გავივლიდი, დავინახავდი და შევიგრძნობდი, მხოლოდ იმას ვწერდი, ახლა კი ვგრძნობ, მოვიდა ჩემი დრო და შემიძლია დავხატო და დავწერო ის, რასაც ვფიქრობ და როგორც გამოვა, ისეთი ვიყო აწი მეც, მაგრამ თამაშის გარეშე, რადგან სადღაც ქვეცნობიერში, უკვე ვარ მასეთი, რადგან ვერ დავწერდი და ვერ დავხატავდი იმას რაც..

ან შესაძლოა ჩემში არსებობს რამდენიმე მე, ბავშვიც, ქალიც, მამაკაციც, რომელიც ზოგჯერ კვდება და ზოგჯერ მის შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს..

Category: ჩანაწერები | Views: 458 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

ვინმე ახლა იმყოფებით ბათუმში, თუკი, შემომეხმიანებით და შევხვდეთ (შესაძლოა ქობულეთშიც, პატარა საქმე მაქვს და..), ვისაუბროთ, სასიამოვნოდ და საინტერესოდ გავიტანოთ დრო. არა მხოლოდ "რეალური მეგობრები", ვინც მკითხულობთ, ან მათვალიერებთ, ლექსისა თუ ნახატის საშუალებით, ვისი ცხოვრებიც გზაც ჩემს ლიანდაგზე გადის და სულები სადღაც ქვეცნობიერში მაინც იკვეთება.. მოკლედ, ნურავის შეგრცვეთ, სიამოვნებით.. <3
ბიჭთან — ლუდი, გოგოსთან წვენი და ტკბილეული, ასეთი ტიპი არ ვარ, ნებისმიერ სიტუაციაში სხვადსხვა რამ შესაძლოა.. <3
გამიხარდება, თუ გავიცნობთ და არ დავკარგავთ ერთმანეთს.

გმადლობთ ყურადღებისთვის! <3
პატივისცემით ნიკუშა.
Category: ჩანაწერები | Views: 477 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-08-05 | Comments (0)

ძნელია ამის დაწერაც, უბრალოდ ამ აზრების ჩამოყალიბებაც, რადგანაც ყველაფერი არეულია საკუთარ თავში და არ იცი, როდის და რა ქნა..
მე პირადად ძალიან მინდა რომ ვიკივლო ცალკე მისი სახელი და ცალკე ის რომ მიყვარს, უბრალოდ ერთი სიტყვით — მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!!!
ზოგჯერ ისე ვარ, ვერც ვწერ ლექსს, ვერც ვხატავ და ვერც გამოვხატავ რაიმენაირად ჩემს სულიერ მდგომარეობას, უბრალოდ ვზივარ კომპიუტერის წინ, ვათვალიერებ მის ფოტოებს ფეისბუქზე და მინდა ყვირილი, ვგრძნობ, როგორ ვეხუტები, როგორ მესმის მისი სუნთქვა, როგორ ვწვები ერთმანეთის გვერდით და ჩახუტებულები ვიძინებთ და სხვა უამრავ სასიამოვნო სიტუაციას, მაგრამ ცდილობ რომ მოითმინო იქამდე, სანამ იხილავ რეალურად და ძალიან ცუდად ხდები.. ნუ ყოველშემთხვევაში მე.. ამ სიტყვების მერე ცოტა გამეღიმა. :)
მოკლედ ეს იყო და ეს, რაც მინდოდა მეთქვა..
Category: ჩანაწერები | Views: 499 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-15 | Comments (0)

ერთი ნორმალური სიტყვა არ მადგება ენაზე, მეცოდება ნებისმიერი ჩაგრული ადამიანი.

ერთი ადამიანით მეტი ან ნაკლები.. აზრი.. კი, სხვა წაიკითხავს და იმავეს იფიქრებს, არადა ან .. მოკლედ ყველა უნდა გამოვიდეთ, იმედი მაინც არ უნდა დავკარგოთ.

ვერ ვარ იმ დონეზე რომ ვილოცო მათი სულებზე, პირიქით ლამის თავქვე ჩამოვახრჩო ეს ნაბიჭვრები.

და კიდევ, მე მოვკვდები მშიერი და არ ვიქნები ვინმეს მონა, მოქნეული კუდი, ანუ რომ გიბრძანებენ და არაადამიანურ საქმეს, უსამართლობას სჩადი, რომ არ დარჩე ადგილზე, შენ ერთი, ასი თუ ათასობით გაგათავისუფლებენ, არაუშავს, იმ დღეს გადაიტანთ, იმ თვეს, და მხარში ამოგიდებათ ხალხი და მეორე თვეს უკვე აირჩევთ სხვას, რომელიც ასევე შეგჭამთ, უბრალოდ ძვლებს აღარ დაუწყებს ხვრას.

ცრემლი მადგება, როდესაც ამას ვუყურებ.. რადგან არ შემიძლია რაიმეთი მაინც დავეხმარო.. ხელგამოწვდილს თუ ფული არ გაქვს პურის ნაჭერს ან სადმე ბოთლს აიღებ, მოუშვებ ქუჩასა თუ ეზოში და წყალს მიუტან მაინც და აქ.. რა უნდა ქნა.. აუუუფღღღ!..
აქ სამართალი არ ვიცი, ოდესმე თუ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 513 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

მინდა ვიყო აპოლიტიკური, სრულიად ბოლომდე.. მაგრამ არ გამოდის "აქ და ახლა.. აქ და ახლა.. აქ და ახლა"
ერთი ნორმალური და მისაღები სიტყვა არ მადგება ენაზე, როდესაც ვხედავ ასეთ სიტუაციას. არც ერთ მხარეს არ ვარ, რადგან ორივე მხარეს მყოფ ხალხს მე, ჩემი სიცოცხლე და ჩემზე უარესად მყოფებისა, მინიმუმ ფეხზე ჰკიდიათ.
უბრალოდ, ძალიან გული მტკივა, რომ ვირცხვენთ თავებს მსოფლიოს მასშტაბით.
მოიგოს ნებისმიერმა, რომელსაც ღირსეულად აირჩევენ, ოღონდაც პატიოსნად და არა ისე რომ ჩარიონ პოლიცია, იმაში რომ .. თუ ყველაფერი კარგადაა, გადაიღონ "ხმას არ ამოვიღებო" ერთმა ჟურნალისტმა თქვა, ყოფილიყო სადმე კუთხეში, მალავენ და ეს როგორც მე, ისევე თქვენც ყველაფერი კარგად იცით, რაც, რატომაც და რისთვის კეთდება, რომ მეტი დრო განაღდებული სკამები ყველაფრის ფასად, საერთოდ ყველაფრის.
რაც აქ ხდება ეს თუა დემოკრატია, მე ან ფარშევანგი ან კუ ვარ.
ამ დროს კი ხალხი კვდება!..

#უსამართლობა, #სკამები, #ნაგავი, და #მეტიჭამა
Category: ჩანაწერები | Views: 478 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

youtube.com/watch?v=Gnk2i3wcR6k — ეს ფილმი, მუსიკა თემა, სურვილების ახდენის ქვეყანა, თავისუფლება, იმედი!..

ერთი-ერთში ჩემს სულიერ მდგომარეობაზეა ეს ფილმი და ზოგჯერ ააააღყჰჰჰ..., ზოგჯერ გინებაც წამომცდენია, ზოგჯერ მომდომებია მის ნაცვლად ყოფნა და რავიცი...

2007 წელი ფილმის გადაღების, გამოსვლის თარიღი, ახლა რამე თუ შეიცვალა და რამე სასწაული თუ მოხდება, რომ მეც მაგ ქუჩებში ვიბოდიალო და გადავრჩე, დასაწყისშივე რომ ჟან მიშელ ბასკია გამოჩნდება გაკრული, ასწორებს!..

მოკლედ, რავიცი, ვისი ცხოვრებაც, სადღაც თუნდაც გზის ბოლოს მცირედით უახლოვდება ჩემსას და კვეთს მაინც, არათუ უერთდება და კვებავს და აგრძელებს.. მათ შეგიძლია უყუროთ...

დიდი სურვილი მაქვს, ახლა 2019 წელს, სიამოვნებით ჩავიდე და თუნდაც ასე, ვინმე ქართველი შემხვდეს და ხან მუსიკა ჩავრთოთ და კაპიკები ვიშოვოთ, ხანაც ნახატები დავდო და გაიყიდოს, თუნდაც იქვე გადამყიდველი ჩემს მოპირდაპირედ მოკალათდეს და ა.შ.. უბრალოდ მინდა გავცდე ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 547 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ახლა ისეთი გამწარებული ვარ... ოოო.. როგორ ვპოსტავ ამას, ისე რომ არ ვხმარობ ბილწ სიტყვებს და როგორ დავასრულებ ამ პოსტს, თვითონ აზრზე არ ვარ.. რატომ? არის, რაიმე გაუგებრობა, რომელიც ნორმალური საუბრის ტონით არ გვარდება, გაერიდე სხვა ოთახში, თუ არ გყოფნის, გაუშვი სახლში, ნათესავებთან, რა უფლებით ხელს წევ ქალზე, რავიცი, ისე ვარ, რამის ჩამოვკიდო და ცხვრებივით გავატყავო ეს ხალხი, კი, მესმის, მარხვის დროს, ასეთი და მსგავსი აზრები არ უნდა მაწუხებდეს, მაგრამ ჯერ მთავრობა, მერე სასამართლო, მერე სხვადსხვა ორგანოები, რომელიც (მე პირადად ვიცნობ ერთიორს და მადლობელიც ვარ მათი) ალბათ, უმეტესობა, ისეთია აქეთ უსამართლობას გტენის, ან გაიძულებს, რომ ან ხელი აწიო, შეეწინააღმდეგო, ან ბილწი სიტყვა და ა.შ.. ასევე სამსახურებში, ყველგან შესაძლოა არაა მსგავსი სიტუაცია, მაგრამ ბევრგან უფროსები არიან ისე რომ ნებისმეირ დროს ნებისმიერ რამეზე კი არ გაგაფრთხილებენ ან მიგანიშნებენ ესევე ჩაგვრაზე და აი, მე ვარ და ჩემი ნეკა თითის ფრჩხილის მიკრობადაც არ ღირხარ-ის გამოვლენა და ა.შ.. მაგრამ ყველაფერია ასატანი, ისაც რომ თუ ს ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ჩანაწერები | Views: 528 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

დღეს ან ხვალ, თუკი რაიმენაირად შეძლებს ის გოგონა ჩემს ცნობას და მომესალმება, მომწერს, ან შემხვდება, ძალიან გამიხარდება, თუნდაც სხვასთან იყო, მისი ბედნიერი სახით ვიქნები მხიარული.

თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი დაებადა, დამიკავშირდეს, და დაწვრილებით მოვუყვები, რომ კართან შემოსასვლელის მარჯვენა კუთხეში ვიდექი, 2 თუ 3 გაჩერების შემდეგ ამოვიდა სხვა ასევე ლამაზი გოგონა, მიმზიდველი მარცხენა მხარეს დადგა, მაგრამ მე ვერ ვაქცევდი ვერანაირ ყურადღებას, ვგულისხმობ ვერც ვუყურებდი, სულ ალბათ სამი-ოთხჯერ დავხედავდი მას, ვიყურებოდი მოპირდაპირე მხარეს კარიდან ოდნავ მარჯვნივ მგონი მეორე სკამზე, პირველზე ვინ იჯდა არ მახსოვს, მის გვერდითაც ალბათ დაღლილი გოგონა იყო, დაახლოებით მისივე წლოვანების, მის გვერდით ვიფიქრებდი რომ დედამისია, მაგრამ მთელი 4-5 გაჩერება, ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის და ა.შ..

ათას რამეს დავწვრილმანდები, ოღონდაც გამოჩნდეს ის გოგონა. ძალიან გამიხარდება!..

არ ვარ პოპულისტი, არა პიარის მხრივ და ა.შ..
არამედ, უბრალოდ შეგიძლიათ გადააზიაროთ ეს ლექსი, რად ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 489 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

გტკივა - გამოხატე, ოღონდ იყავი ნამდვილი შენს საქმეში და არა სხვის დასანახად გააკეთო და გულში ერთი მაგათიცო გაიფიქრო. ასეა, სამწუხაროდ, 9 აპრილი არ იციან რა დღეა უმეტესობამ, ვინც იცის ერთი-ორს სტკივა გული, ლოცულობს, მაგრამ ის ერთეულები მინიმუმ იმდენი მაინც იყვნენ, რამდენი ადამიანიც შეეწირა ამ დღეს.. ღმერთი განსჯის ყველას, უბრალოდ თუ საგულე არ გასცემს სიკეთეს, სითბოსა და ადამიანობას, ესეიგი ქვაა და მისი სხვისი თვალისთვის დაწერილი ქულისთვის და ა.შ.. ჩანს შეუიარაღებელი თვალით, მაგრამ ვინც ვერ ხედავს და ბრმად ენდობა იმ ხალხს, მისთვის სულერთია ალბათ, არათუ 9 აპრილი, არამედ ყველაფერი საკუთარი თავის გარდა.. კი, შესაძლოა გადავედი სხვადასხვა თემებზე და ვერ დავალგე აზრი ნორმალურად და ლამაზად, მაგრამ ახლა ისე ვარ.. იმედია მეპატიება და იმედია გამიგებთ..
Category: ჩანაწერები | Views: 472 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ღამენათევი მივედი ეკლესიაში. ცოტახნით გავედი ტაძრიდან, რომ ცივ ჰაერს გამოვეფხიზლე.

ეზოში მთავარ შესასვლელთან შევნიშნე აღელვებული ქალი შარვლით, მიყუდებული ღობეს.
ვუყურებდი,მინდოდა მასთან მისვლა, დამშვიდება და ვეძებდი მიზეზს.

მსურდა მეთქვა,რომ შემოსულიყო ეზოში, მიყრდნობოდა ტაძრის კარს რადგან მალე ქადაგება დაიწყებოდა და მოესმინა.
როდესაც ჩამოვაყალიბე აზრი, თუ რის თქმასაც ვაპირებდი.
დასრულდა ზიარება.

ხალხის ნაწილმა დაიწყო გამოსვლა,მივუახლოვდი რამდენიმე ნაბიჯით. გავცდი ჯვარს და დავდექი კელიის პირდაპირ,ისე რომ მას ვერ შევემჩნიე.
დავიწყე გამეორება იმ რამდენიმე სიტყვის და ფიქრი, თუ რაც არ უნდა ეკითხა, სავარაუდო პასუხი წამში გამეცა.

გამოვიდა მისი მეუღლე ბავშვით.
მიხარია, რომ ასეთ ქალს ჰყავს გვერდზე მამაკაცი და თვითონ არის დედა.
ეს გავიფიქრე თუ არა, მივხვდი, რომ ჩემს ცოდვებს მიემატა ერთიც..
გუშინ, მოვატყუე საკუთარი თავი, რომ შემძლებოდა ნაბიჯის გადადგმა..
Category: ჩანაწერები | Views: 474 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

მე არ ვიღებ ფოტოებს, მაგრამ ამდენი ხანი, რაც არ დამიდია არანაირი ფოტო, მითუმეტეს ახალი, წლებია, ჰოდა.. სამ მარტს, სიამოვნებით დავდებდი ფოტოს, სადაც იქნებოდა სამი საყვარელი ადამიანი, საიდანაც ორი იქნებოდა დედიკო და დავაწერდი მსგავსი შინაარსის ტექსტს — "დედაჩემი ჩემს ბავშვთან და მის დედიკოსთან ერთად" — აუუუ, ნეტავ რომელ სამ მარტს იქნება ეს ბედნიერება!.. <3
Attachments: სურათი 1
Category: ჩანაწერები | Views: 490 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ერთი გოგონა, რომელმაც გუშინ ბიბლუსი გალერიში ორი წიგნის პრეზენტაციაზე შემხვდა, იშვიათად ვნახულობ, სახითა და სითბოთი ვერ ვივიწყებ ადამიანებს, შესაძლოა სახელი და გვარი არ მახსოვდეს. ის ბედნიერი წუთები არასდროს დამავიწყდება, მან გამიფერადა დღე, თავისი საოცარი სითბოთი, სხვა თუ არაფერი, ხელი რომ გადვხვიე და ხელგადახვეული ჩავიხუტე. უბრალოდ, არაფერი მინდა, იმის გარდა, რომ არ დავიკარგოთ და მინიმუმ ერთი წერტილი მაინც მომწეროს პირადში. გამიხარდება, არასდროს მითხოვია, რომ ვინმეს რაიმე მოეწონა ან გაეზიარებინა, ან დაეკომენტარებინა ან რაიმე მაგდაგვარი, უბრალოდ რამდენჯერმე მოვიწვიე ხალხი ჩემს სამ გვერდზე "მანგო ჩემია", "ნიკა ძამიაშვილი" და "painting / живопись / მხატვრობა".. უკაცრავად, უეცრად გადავედი სხვა თემაზე, უბრალოდ თუ შეგიძლიათ და როგორც შეძლებთ, იქნებ მიაწვდინოთ მას ხმა, რომ გა ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 552 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

უნდა იფიქროს ადამიანმა, ვინ-ვინაა და ვის როგორ და რითი უნდა დაამახსოვროს თავი. მე არაფერი, ამ წერილს სხვების სახელით ვწერ, ვისაც ვიცნობ, ვინც მიყვარს და ვისი ცხოვრებაც ჩემს ყურამდე საერთოდ არ მოდის, მაგრამ ვიცი, რომ სადმე, ვიღაცა ვიღაცისგან იჩაგრება.

თუ ის თვითონ მსხვერპლია, და არაფერი ძალუძს, მის ნაცვლად სხვა გასცემს პასუხს, თუ მისი განწირული ხმა სხვას არ ესმის, გავა დრო და სიკვდილის შემდეგ მაინც მოეკითხება ყოველი სიტყა და ქმედება, ისევე, როგორც ფეხის მუხლებზე დავარდნილის სახეში წიხლის გამეტებით რტყმა მწარე გინებით და მისგან ტირილი, აღიარება და მობოდიშება, რომელიც მხოლოდ იმ მცირედს შველის, რომ სხვებმა შეაჩერონ მისგან სისხლდენა და ჩაუტარდეს მას მკურნალობა, გადასარჩენად. ისაც იმ მიზნით რომ აზრად გაგიელვა, იქნებ მოინანიოს საცოდავმა და ეშველოს.. მას კი ეგონა რომ იყო ძლიერი ტიპი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი გატეხდა, მისი სიტყვა კანონი იყო და ყველა უნდა დამორჩილებოდა და მთელ დედამიწას მის ასოზე უნდა ეტრიალა. მისი ცრემლიანი პატიება ხვეწნა-მუდარით ვერ შეცვლის მის ბინძურად გამოვლ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 594 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

მოგესალმებით მე, ნიკა ძამიაშვილი.
მე სკოლის პერიოდიდან ვხატავდი, ბევრს მოსწონდა ჩემი ნახატები, ახლა კი, რაც სერიოზულად მოვკიდე მხატვრობას ხელი, დაიწყო დიდი ხარჯები, რასთანაც გამკლავება რეალურად არ შემიძლია, თუკი არ მივმართე რეალიზაციას.
შესაძლოა, არ ვიყო პროფესიონალი, აი, მაგალითად, შემიძლია ვუყურო გოგონას ან ქალის ფოტოს და მისგან გამომდინარე ენერგიამ დამახატინოს ხე, ყვევილი, მთა, ზღვა ან რაიმე აბსტრაქტული ნახატი. მე უფრო ვანიჭებ უპირატესობას ხასიათის დაჭერას, ვიდრე ზუსტ, ფოტოს მაგვარ მსგავსებას, ალბათ, იმიტომ რომ არ ვარ პორტრეტისტი, არა, არ ვერჩი მათ, რადგან მათ როგორც რეალიზმი, ისევე ბევრია, რომელიც არა ცივად გადმოაქვს ფოტოსავით ნახატი, არამედ ეტყობა, ჩანს მასში სულიც, უბრალოდ ყველა თავისას ხატავს და თავისი გზა აქვს. ასევე ვხედავ გამოხედვას, გრძნობებს, განცდილ სითბოსა და ა.შ..
დიდი სიამოვნებით, ჩემს ყველა ნახატს დავიტოვებდი ჩემთვის სახლში და ვისიამოვნებდი მათი ყურებით.
მე არ მიყვარს წუწუნი, უბრალოდ იძულებული ვარ, რადგან ამ მომენტისთვის სამუშაო არ გამაჩნია, ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 695 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-24 | Comments (0)

რაიმე ისეთი განსხვავებული ფილმი მინდა, ტკივილიანი, აი, რომ რაიმე შედევრი დამახატინოს, ან რაიმე დამაწერინოს თუნდაც, ოღონდ არა იმიტომ რომ დავხატო ან დავწერო, შეიძლება რაიმე ფილმს უყურო და რაიმე შემომეხატოს, ან შემომეწეროს, მაგრამ ბევრად უფრო მძლავრს ვუყურო და არაფერი განვიცადო, ანუ ან ბუნებით, ან სახის გამომეტყელებით და რაიმით არ იმსჯელოთ, კაი ხედები და რამე, აი, როგორა-ვთქვა, წინა რომ დავპოსტე ფილმი-პოეზია-თქო, ერთმა ავტობუსის მძროლ-პოეტზე, მეორემ თვითონ ფილმს ჰქვია პოეზია და მსგავსი რამეები დამიპოსტეს, რაც მახსოვს და.. აი მე მაგალითად, ჩემთვის ფილმი პოეზია, არის "and now.. ladies and gentlemen", "ზამთრის ძილი", "პიჯაკი", ასევე "ბიჭი ზოლიანი მაისურით" და კიდევ რამდენიმე... ჰო, ოღონდ თხოვნაა, არ იყოს ებრაელებზე და ხორცვაზე, ომზე, სისხლზე, აუ, ამ თემაზე გამახსენდა ერთი ფილმი, მამა რომ არწმუნებს შვილს, რომ ეს თამაშია, რომ თუ დაიმალება და ხმას არავის გასცემს მთავარი პრიზი, თუ ყველაზე ემტი ქულა ექნებათ და გამარჯვებულებს ტანკს აჩუქებენ და იქ დედა რომ შეაჯდება იმ მატარებელს, და ორივემრომ იცის ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 679 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-14 | Comments (4)

იყო წარსული, რომელიც მახსოვს შეძლებისდაგვარად.
პირველი კლასიდან მოყოლებული მორცხვი და ჩუმი ბავშვი ვიყავი.
არ მახსოვს რამდენი წლის და მერამდენე კლასში ვიყავი ალბათ მეორე ან მესამე, მაგრამ მახსოვს რომ ვხატავდი და მოეწყო ქალაქ რუსთავის მეორე სკოლაში ჩემს კლასში ჩემი ნახატების გამოფენა, ბავშვებისთვისა და მასწავლებლებისთვის და თუ მშობლებიც იყვნენ, არ მახსოვს, იყო ლიმონათი და ნამცხვრები.
დღემ მაშინ ჩაიარა, როდესაც ერთი საყვარელი გოგონა გამოიქცა დედაჩემისკენ და მას თვალებგაბრწყინებულმა უთხრა, რაღაც ამის მსგავსი, რომ აღფრთოვანდა ჩემი ნახატებით, ეს სახე და სიტყვები დედაჩემს ალბათ უფრო ნაკლებად ახსოვს, ვიდრე მე მაქვს წარმოდგენილი.

გადის კიდევ რამოდენიმე წელი და ისევ ვხვდებით სხვა სკოლაში.
როდესაც სკოლაში ზიხარ, ზარის დარეკვისას, იღებ პატარა სათამაშო მანქანას და გაგორებისას — გამომგორებელიმხოლოდ შენი მარცხენა ხელია, გარეთ კი დარბიან ბავშვები და ხმაურობენ. გიხარია და უღიმი მას, ვინც მოულოდნელად მოვა შენთან და გამოგიგორებს მანქანას ვინც გაგრძნობინებს, რომ მა ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ჩანაწერები | Views: 681 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-12 | Comments (0)

რა გინდა ნიკუშა?
სითბო და სიყვარული სუფევდეს ჩემში და ასევე გადავდო ყველას და მათაც მიიღონ, ოღონდ მე არ დამაკლდეს და არ გავცდივდე.
მინდა ჩემს გვერდით გოგონა, რომელიც მიყურებს ხელს ჩამკიდებს და არაფერს მეტყვის.
მინდა ხელჩაკიდებული ვუყურო მას, მესმოდეს მისი ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ასევე ვგრძნობდე მის გულისცემას.
მინდა მასთან ერთად ვიხეტიალო რუსთავის ქუჩებში, ეზოებში, სკერებში თუ პარკში.
მინდა ხელში აყვანილმა ჩავიხუტო და ..
მინდა ზეთის საღებავები, მინდა ტილო, რაზეც დავატავ, მინდა მალე გაიყიდოს ჩემი რომელიმე ნახატი მაინც, რომ ორი კაპიკი მაინც მქონდეს, რითაც მომიწევს შემდეგი ნახატის დახატვა, რომელზეც იქნები გამოსახული შენ.
ვინ შენ?
შენ, ვინც მინდა იყო ჩემი შვილის დედა.
შენ, ვინც მინდა გესმოდეს ჩემი.
შენ, ვისთვისაც მინდა მე ვიყო ის, ვისაც დაეყრდნობი, დაღლილი თავს დამადებ მხარზე, ჩაგეძინება და მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით გაიღვიძებ.
მინდა წიგნის გამოცემა, რადგანაც ჩემი ლექსები უნდა გადამეთარგმა რუსულად ელენა მ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 662 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-10 | Comments (0)

მოასწარი
და სიცოცხლეშივე იპოვე
შენი ცხოვრების გზა,
რადგან შემდეგ არ დაიტანჯო
და სიამოვნებას განიჭებდეს ის,
რაც სულიერად გაცოცხლებს
და ამით უსასყიდლოდ გამოკვებო
შენი მსგავსი ადამიანები.

თუ წინასწარ დაისახავ ბედნიერ მომავალს, იმ საქმით რაც არაა შენი, შესაძლოა გყავდეს მეუღლე, ბავშვები, მაგრამ არ იყო თავისუფალი.

მიეცი ბავშვს არჩევანის უფლება, აუხსენი თუ რა მოჰყვება ორივე ან ათივე გზას, გაუშვი ხელი, წაიქცეს, ადგეს და თვითონ განაგრძოს გზა საკუთარი მომავლისთვის,
დაფხაჭნოს ტილო, დაწეროს და თუნდაც დახევით შეაფასოს, დაუკრას ან იმღეროს, თუნდაც ყროყინის მსგავსად, თუ ერ დალაშქრავს, სცადოს და მცირედით ავიდეს მთაზე, თვითონ თუ არ მოინდომებს ბავშვი,
ან არ გააკეთებს, ან არ ისწავლის, ანდაც მიაფუჩეჩებს,
დაძალებით ფსიქიკას ურყევთ, ჯობია გაუჩინოთ ინტერესი, ოღონდ არ გადაეკიდოთ და არ მოაბეზროთ თავი.

შესაძლოა ეს არც გაკვეთილს ჰგავდეს და არც ლექსს, მითუმეტეს, უბრალოდ უნდა მეთქვა —

იპოვე საკუ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 676 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-06-30 | Comments (0)

« 1 2