დრო. ათას კაცში მარტო. დგომა და ლოდინი.
სიტყვა. სახეზე სითბო. ხასიათი და განწყობა, ემოცია, რომელსაც ვერ შევურჩიე ფერი.
ნიღაბი გაქვს ვარდის, მაგრამ შენში ვხედავ მინდვრად ამოსულ მარტოსულ გვირილას და ყოველი შემოხედვისას სულიერად ვივსები.
დავდუმდებოდი, რომ არ მქონოდა ნახატი, რომლის ყურებისას შენს სამყაროში ვცურავ.
... და მიხარია, რომ მე ის უბრალოება შევიცანი, ვიპოვე, რომელსაც მოვასმენინებ საკუთარ სიჩუმეს.
მუსიკა და ჰიპნოზი. ჰაერი და წყალი. ფრენა და უკვდავება..
ა-მი'ნ!..
|
შენ ვიღაცა გითვალთვალებს, ვიდეო კამერა არის მუდამ ჩართული, რომელიც იწერს შენს ყოველ მოძრაობას და ხმას. დასმულ კითხვაზე პასუხი უბრალოდ ცხოვრებაა. კავშირი სხვა სამყაროებთან სულების, შიშებისა და მოჩვენებითი შუქის სახით. ყოველი გასული წამი მომდევნოსთვის ისტორიაა, რომელზეც შესაძლოა გიყვებოდე პოეზიით ან მხატვრობით. რამდენჯერ ვეცადე მედიტაცია, მაგრამ გონება სრულად ვერანაირად გავთიშე, ვერც აზროვნებით, ვერც სუნთქვისა და ვერც სხვადასხვა მოძრაობით. ბევჯერ განმიცდია ჰიპნოზი მუსიკის სახით. მე ვარ გზა, რომელზეც გავლისას ან ფეხი დაგიცდება, ან ვერ იგრძნობ საკუთარ წონას, თითქოს ღრუბლებს ზემოთ ფეხშიშველი დაიარებოდე. მთებში უსაზღვროდ სიარული უკან მოსაბრუნებელი გზის გარეშე. მსურს უდაბნოში დაკარგვასავით ვიარო მთებში, იმ იმედით რომ ბოლოს ვნახავ შუქს, რომელიმე ქოხიდან. ელვის პრესლი, ჯიმ მორისონი, ვიქტორ ცოი ისმოდეს ჩემს ყურსასმენებში. სნუპდო
...
კითხვის გაგრძელება »
|
როდესაც საკუთარ თავსაც არ გავხარ როგორი ემგვანები სხვას ან რა საჭიროა ვინმეს ჰგავდე ყველას საკუთარი მისამართი გვაქვს თუნდაც ხვალე შემთხვევით გადაიკვეთოს ჩვენი გზები გავჩუმდები და წამოვალ უკან საიდანაც ვისწავლე ფრენა მაგრამ ვერ გავცდი საკუთარ ქალაქს საიდანაც ვისწავლე ხატვა მაგრამ ჩემს გარდა არავინ იცის ამის შესახებ საიდანაც ახლოა გამარჯვება სულ რამდენიმე მეტრი მაშორებს მასთან მაგრამ არ ვიცი მათემატიკა მესმის ნაბიჯების მუსიკა და იმ ხალხის კივილი ვინც ვერ დადის ჩემს გვერდით სამივე გაგებით თუ იმის იქით წახვედი აზრებში გამაჩერე და მეოთხე მეხუთე მეექვსე მეშვიდე მითხარი მითხარი მითხარი მესაუბრე იქნებ შევძლო გავუგო საკუთარ თავს და ამით დაგეხმარო მე ხომ წვეთი ვარ რომელიც თმის ერთ ღერზე ჩამოგეკიდე ან ბანაობისას ან ქუჩაში წვიმის დროს ან როდესაც შეგასხი წყალი არ გახსოვს არაუშავს ყველაფერი ხდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ადამიანი, კერამიკული სათამაშო, დაწერილი სცენარი, დალეწილი შუშა და ფრენა.
— "გმადლობთ." გტოვებთ..
|
მე ვარ ტყე, რომელიც ქარისგან ხელს გიქნევდა, გემშვიდობებოდა, ბოლო ხეს კი ცრემლივით დასცვივდა სამი ფოთოლი, როდესაც იჯექი მატარებელში.
დაიძინე..
მოქმედებაზე მეტი განიცადე და უჩემოდაც იყავი ჩემთან.
გაიღვიძე..
მწამს, შენში დაისადგურებს ჩემი მფეთქავი სიგიჟე, რომელიც გაგიკვალავს გზას ამ ბნელი ტყიდან სინათლისკენ, უსრულ ბედნიერებასთან, ისეთი უსაზღვრო სისწრაფით, როგორ ძლიერადაც მიყვარხარ!..
|
შენ თუ ხარ პოეტი, მე ვარ, ვისაც ესმის შენი სიტყვის. შენ თუ ხარ მხატვარი, მე ვგრძნობ შენს შექმნილ ფერებს.
შენ თუ ხარ სიყვარული, მე შენი სუნთქვა, მე შენი სიტყვა, მე შენი შეხება გუუულის ფეთქვას ამოვარდნამდე მატკიებს.
შენ თუ გიყვარვარ, როდესაც მაჩვენებ ტილოს, მე უნდა გაპატიო ჩემი სიტყვებით დახატვა, რადგანაც გიყურებ თვალებში ვგრნობ როგორ იღრუბლები და ცივ ლოყაზე გზას იკვალავს ცივი წვეთები.
და ყველა სიტყვა კარგავს აზრს, როდესაც ეს ნაწერი გეძღვნება შენ, ხმააკანკალებულსა და გულაჩქარებულს ან შენიდან მე, ან პირიქით ისე უსასრულოდ, როგორ უსაზღვროდაც მიყვარხარ!..
|
ხმელეთის ჩიტო, შენ ვერასდროს იფრენ ცაში.
შენი ცხოვრება ისეთივე სიცრუეა, როგორც ღიპიანი პოეტის ლექსი შიმშილზე.
ვხვდები, შენც ჩემსავით შესცქერი ჭერს და ოცნებობ, რადგანაც ფიქრობ, რომ ცხოვრებაში არაფერი დაგრჩენია ამაზე მეტი..
|
წ.მ.-ს
მე გწერ ამ წერილს. აკვარელით იხატება ჩემი ყველა სიზმარი. საღებავის წვეთები ცრემლივით სდის ფურცელს და შლის იმ გზას, რომელიც ჩემში შენმა ლოდინმა შექმნა.
ვგრძნობ, შემწევს იმის ძალა, რომ უამრავ კილომეტს მიღმა დაგასიზმრო ის, რასაც შენდამი განვიცდი.
მე დაგიხატავ ცას, მე დაგიხატავ ზღვას, მე დაგიხატავ წყლის დიდ ხომალდს.
მე არასდროს მექნება გემი, მაგრამ ჩემი ლექსებია ის ნავი, რომელიც არასდროს ჩაიძირება და ყოველთვის გამოჩნდება ის ერთი მგზავრი, რომელიც წაიკითხავს ჩვენს ისტორიას და ტალღების ხმაურში ცაზე იპოვის საკუთარ ვარსკვლავს.
|
გწამს, რომ ძლიერი ხარ, გაიმარჯვებ.
შენი მებრძოლი სიტყვებია — დედა, თუ გამაჩინე, რატომ მიკრძალავ მე ვშვა პატარა ანგელოზი?
ჩამკიდე ხელი და გამანდე სისუსტეები, რომ შევძლო შენი გამოცოცხლება, ახალი ცხოვრების დასაწყებად.
|
მე დაგხატავ თუ გინდა. მოდი ჩემთან — იცეკვე! მოგატყუეს გოგონავ? წამიკითხე — იცეკვე! მესაუბრე ქუჩაში, წადი სახლში — იცეკვე! შენც თუკი არეული ფსიქიკა გაქვს — იცეკვე! უბრალოდ მე ლექსს დავწერ, შენ კი მხოლოდ იცეკვებ! ნუ იფიქრებ სიკვდილზე, გესმის ჩემი? — იცეკვე! ჩემი მსგავსი შეშლილი გამოჩნდი და იცეკვე! უბრალოდ მე ვებრძვი თავს გავიმარჯვებ — ვიცეკვებ! შენს თავში იკეტები, გიკაკუნებ — იცეკვე! კაკუნის მელოდიას გიმეორებ — იცეკვე! გამოდი ნაჭუჭიდან დაამსხვრიე — იცეკვე! დაივიწყე ტკივილი სევდა, ცრემლი — იცეკვე! თვითონ მე ვარ მუსიკა ამიწიე — იცეკვე! პირჯვრის გადაწერისას პაუზა და იცეკვე! ხელი, ფეხი, კისერი, ტანი გტკივა? — იცეკვე! და თუ ისევ შემიგრძნობ, ჩემი გჯერა — იცეკვე! გული უკვე დაშლილი
...
კითხვის გაგრძელება »
|
ოცნებას ცამდე მოჰყავარ შენთან. დედა თუ მამა, მამა თუ დედა. ჰკითხე შენს ქალაქს, ვჭირდები ნეტა? ჰკითხე შენს გულს და მიიღებ პასუხს?
არ გვესმის დღესაც კაკუნი კარზე მაგრამ ჩვენ გვესმის ერთმანეთის ხმა. შენ ფიქრობ ღმერთზე, მე კიდევ მასზე, ვინც მითხრობს ფოტო ალბომით წარსულს.
მანქანა, გზები, კორპუსი, ქუჩა. გიხატავ ამ ლექსს. დროს ვკარგავ ფუჭად. ჩემში თუ ნახავ სულ ერთი მუჭა სითბოს, გაჩუქებ რადგან მე არ მსურს.
იცი რომ ვაფრენ, უყვარხარ შეშლილს. ლექსით ვთამაშობ მელოდიურ როლს. სიტყვებში ვტოვებ ცხოვრების ჩემს წილს, რომელსაც ერთად გავივლით და სრულ
და..
|
დაობებულ ღრუბლებზე ამოსული სოკოები. შენს თეფშზე დასხმული სოკოს სუპი. შენს დაჭაობებული ტვინში დამწვარი ტყე, როგორც გაპარსული საშო, რომელზეც ჩემს ლოდინში ამოვიდა სოკო, წამოვიდა სისხლი.
და შენ არ გაქვს პურის ფული. და შენ არ გაქვს ავტობუსის ბილეთი. და შენ არ გაქვს მანქანა, რომელსაც იატაკზე გაუკეთებ ტრამპლინს, ხელით აიყვან და დააგორებ. და შენ არ გაქვს წარსული, არაფერი გაგიგია ბედნიერ ბავშვობაზე, არ იცი ბაზარში სოკოს ფასი, მითუმეტეს ხორცის.
შენ ვერ იკეთებ ოპერაციას და გჯერა, რომ ამიტომაც არ ვართ ერთად. მე გავყიდი ნახატს და მოვალ შენთან. საშოდან ამოგიძირვავ შენს სოკოს და შევუწვავ ქუჩის ძაღლებს. იარაზე წაგისვამ მალამოს და ნელ-ნელა ტკივილის კლებისას თვალებს დაგახუჭინებ.
პირში ჩაგიდებ ერთ კოვზ თაფლს, იმ სითბოს გამოსახატად, რომლითაც ვცოცხლობ!..
|
მე ვაკოცებ შენს ცრემლს და ჩემს ტუჩს შეაშრება შენი სულის ნაწილი.
|
ხეები და სოკოები. წვიმა.
გვირილა და ჭიქა პიტნის ჩაი.
სიყვარული. მზესუმზირა. ვარდი.
სიმარტოვე და სიჩუმის ხმა.
|
1. ყვითელი, გვერდებში ოდნავ მოყავისფრო თმით, ფეხებზე დადებული წითელი ჩანთით დავინახე გოგონა. არ ვიცი, რა აწუხებდა მას, სასწრაფოდ სჭირდებოდა საჭირო ოთახი და ითმენდა თუ უბრალოდ განიცდიდა ადამიანთან ხორციელ დაშორებას, მის სახეზე შევამჩნიე სულიერი უხმო ტირილი, ცრემლები კი თითქოს თვალებს შიგნით ესხმეოდა.. 2. შემოვიდა ხელგამოწვდილი ბავშვი, რომელსაც თავზე ხელი გადავუსვი. მინდოდა მიმეცა მცირე ზომის შოკოლადში ამოვლებული ორცხობილა, ამოღება ვერ მოვასწარი, რომ უკვე ვაგონის ბოლოში სთხოვდა ხურდას მოზრდილ მამაკაცს და შემდეგ გაჩერებაზე წამიერ გაქრა. 3. ვიდექი კართან, შევხედე იმ მოპირდაპირე მხარეს მჯდომ საყვარელ გოგონას რომლის სევდიან სახეს მსუბუქი ღიმილი შეჰპარვოდა, რომელიც მახსოვს, უკვე მესამე დღეა და მჯერა, გამყვება ცხოვრების ბოლომდე, თუნდაც მის შემდეგ, ვეღარ ვერასდროს ვიხილო.. 4
...
კითხვის გაგრძელება »
|
გსიამოვნებს, როდესაც შენზე წუხან, როდესაც ვინმეს სტკივხარ.
აჩვენე ყველას, რომ ძლიერი ხარ და აიტან ყველაფერს, მხოლოდ იმიტომ რომ არ დასწყვიტო გული მათ, ვისაც უყვარხარ,
რადგან შენ ნერვიულობ იმაზეც, რომ გიწევს მათი გულისტკენა მძიმე ისტორიით, მაგრამ თვითონ ვერ ხვდები, რომ ამ დროს,
იკვებები საკუთარი მონაყოლი ტკივილებით და დესერტად აყოლებ მსმენელის სითბოს, ცრემლებს, რომელიც ნებისმიერ თანხაზე ძვირია.
და მაინც, გსიამოვნებს, როდესაც შენზე წუხან, როდესაც ვინმეს უყვარხარ.
|
სასახლისთვის მოჭრილი ხე და ორმოს შეწირული გათელილი ყვავილი ერთმანეთს ტირის.
მე ვღეჭდი ხის ცრემლებს საღეჭ რეზინასავით და ვსვამდი ყვავილების მომწარო წვენს.
სიზმარში მათი ხმა მესმის, რომელიც მაღვიძებს..
|
ზამთრის ნათელი დღე.
ჩვენ ერთმანეთს ვუყურებთ.
ვიცინით.
პირში გვადნება ხის ფოთლებიდან შეგროვილი თოვლი.
არ ვიცით, როგორ გავუმხილოთ ერთმანეთს ჩვენი გრძნობები.
ვსხდებით გრძელ სკამზე ერთმანეთის გვერდით.
ვიყურებით ცაზე და სახეზე გვეცემა ფანტელები.
|
ერთხელაც გავიღვიძებ და ჩემს სხეულს შეეზრდება ყვითელი ბროწეულები. მწვანე ცა. წითელი ზღვა. ლურჯი ღეროები მოიბამენ თეთრ ყვავილებს, როგორც ხეს შეზრდილი გაჭიმული სქელი მავთული.. მკვეთრი სითეთრე. თავისუფლების დროშა კი იფრიალებს ჩემს მეხსიერებაში, როგორც დილას პირველი მზის სხივი შენს ფანჯარაზე. ძროხა რძის ნაცვლად მწვანე ჩაის მოიწველება, მისი მომწველნი იქნებიან ბინძური სულის მატარებელნი, რომლებიც მალევე გამდიდრდებიან ამ სასმისის გასაღებით, რომელიც ერთ დროს უბრალო ხალხს გვებარა და წაგვართვეს. ჩემისთანებს ცხოვრება გვამზადებს მოულოდნელი სიკვდილისთვის, მაგრამ როგორი უსაფუძვლოც არ უნდა იყოს, მაქვს იმედი გამონათების. თვითონ ჭაობში ვიძირები, მაგრამ ვფიქრობ შენს გადარჩენაზე. ჰო, შენზე, ვინც დროს მითმობ და მკითხულობ. ქუჩასა და მეტროში გამვლელთა სახეები მტკივა და ვერ ვისწავლე ამ ტკივილის გააზრება და მისგან შვების მიღება,
...
კითხვის გაგრძელება »
|
ვიფიქრო ცოცხლებზე ეს ისე ძნელია, როგორც მკვდარს უმღერო და მანაც ხმა გაგცეს. რადგანაც ჭრელ-ჭრულა ლექსებზე მღერიან ისინი, ვინც ხალხი უძიროდ გაძარცვეს.
მარტო ვარ, გოგონა ოცნებებს მინაზებს, ნახატზე სიგიჟეს ცხოვრებას ვუტოლებ. ფანჯარა. ცხელი ჩაი ტოვებს ორთქლს მინაზე. პროტესტი. ბრძოლა და ყვირილი რუპორით!
სიტყვები. "ოცნება", "ცხოვრება" "ხალხს შია", ვუკიდებ სიგარეტს და გამვლელს ვუწუდებ. ხედავ და შენც იცი, ქვეყანა ტრაკშია და თუკი გაქვს ძალა, ხელი გაუწოდე
იმედი გვქონდა და დაგვჩაგრეს, დაგვცინეს არაფრად აგვიგდეს გვიხმარეს მონებად. მეც უკვე ვგრძნობ რომ დღეს ნერვები გავცვითე. ჯერ იმ სიბოროტეს დედა არ მ..ნა!.
|
« 1 2 3 4 5 6 ... 10 11 » |