8:46 AM
* * * ( სკენდელსონას - დათო კედელაშვილს )
შენში მეტია არაყი,
ჩემში პოეზია.

გიყურებ და მაბედნიერებს
შენი ნამთვრალევი, თბილი ღიმილი.

ვხედავ,
თავს იკლავ, ძმაო..

ერთადერთი ის მიხარია,
რომ იცი, გაგაჩნია საკუთარი თავისუფლება,
რისგანაც კვდები შენს გემოზე.

ვცდილობ გაგიცინო.
შენ უყურებ ჩემს სახეს და ასხამ არაყს.
ვსვამთ ძმობისას.

და მაშინ..
არ არსებობს ჩვენთვის სხვა დანარჩენი.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 712 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეზია, არაყი, leqsi, nika dzamiashvili, ლექსი, ძმობა, ნიკა ძამიაშვილი, ბედნიერება, სიხარული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar