სანამ ცოცხალი ვარ, რეკლამის გარეშე ვაჩვენებ ხალხს ჩემს სიგიჟეს, ჩემს სამყაროს, ჩემს ცხოვრებას და თუ ვხვდები რომ არც მეუღლე მყავს, არც პოეზია და არც ნახატები ჩემს გარდა არავინ ნახა, სამუდამოდ დავიძინებ.
Category: სხვა | Views: 442 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-01 | Comments (0)

რამდენიმე ფოტო გუშინდელი დღიდან.
დიდი მადლობა ყველას, ვინც დამითმეთ დრო და მობრძანდით, ვინც ვერ შეძლო, მაგრამ ძლიერ სურდა.
გმადლობთ რომ არსებობთ. მიყვარხართ!. <3

ასევე დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის, დაპატიჟებასა და ყველაფრის მოწყობა, დახმარება, ორგანიზებისთვის წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსადან კარგ, თბილ ადამიანს თამარა შარაშენიძე <3

შეგიძლიათ უყუროთ ჩემი ნახატების ვიდეოს — youtu.be/MUZ9HKcyV8o

ამ წელს კი არადა ფეისბუქზე რაც დარეგისტრირებული ვარ, ამდენი ჩემი პირადი ფოტო ერთდროულად კი არა, ცალ-ცალკეც არ ამიტვირთავს..

ფოტოების ნახვა შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე — facebook.com/permalink.php?story_fbid=477512873156471&id=100026932877112
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 399 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-01 | Comments (0)

შენ არ იცი მე როგორი მხიარული ვარ,
საკუთარი თავთან,
მაგრამ არ ვიცი
რომელ თვალში ჩაგაწვეთო ბედნიერების წვეთები.

ნორმალურობა ჩემი მეორე სახეა,
რაღაც სულიერი ნიღაბივით,
რომელიც იძულებული ვარ თქვენთან ვიხმარო.

მსურს მეტროპოლიტენის მუზეუმში
ჩემი ერთი ნახატის ჩამოკიდვა.
და მის მერე უჩინმაჩინის ქუდი.

წლები წამებივით,
დრო კი სიზმარია.
სიზმარი კი იმის წარმოსახვა,
რაც ოდესმე გადაგხდენია, ან მომავალში გელოდება,
შესაძლოა,
ის ხალხიც იხილო, ვინც არ შეგიმჩნევია ქუჩაში,
ან თვალი აარიდე ან საერთო მასაში წამიერად გაქრა.

თუკი ვინმეს გამოვუსალმებ სიცოცხლეს
ვერავინ გაიგებს ამის შესახებ,
ჩვენ ოთხის გარდა
მე, ის, შავი და წმინდა.

მე თუ მიყვარს, ზედ გადავყვები მას
და დავამშვიდებ ნებისმიერი ძალით.

შემიძლია შეგაშინო
და შენ წახვიდე ჩემგან,
მაგრამ ჩემზე მზრუნველს ვერსად ვერავის ნახავ.

მე თუ მივ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 446 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-01 | Comments (0)

დრო.
ათას კაცში მარტო.
დგომა და ლოდინი.

სიტყვა.
სახეზე სითბო.
ხასიათი და განწყობა,
ემოცია,
რომელსაც ვერ შევურჩიე ფერი.

ნიღაბი გაქვს ვარდის,
მაგრამ შენში ვხედავ მინდვრად ამოსულ
მარტოსულ გვირილას
და ყოველი შემოხედვისას სულიერად ვივსები.

დავდუმდებოდი,
რომ არ მქონოდა ნახატი,
რომლის ყურებისას შენს სამყაროში ვცურავ.

... და მიხარია,
რომ მე ის უბრალოება შევიცანი,
ვიპოვე,
რომელსაც მოვასმენინებ საკუთარ სიჩუმეს.

მუსიკა და ჰიპნოზი.
ჰაერი და წყალი.
ფრენა და უკვდავება..

ა-მი'ნ!..
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 444 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-01 | Comments (0)

ახალი ფოტო. ფურცელზე ფანქრითა და ტუშის კალმით დახატული მინიმალისტური ნახატები ზოგი პასპარტუში, ზოგი მის გარეშე :)

სურვილისამებრ, შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს ...
გამოიწეროთ ჩემი ინსტაგრამი — instagram.com/nikadzamiashvili
გაეცნოთ ჩემი რჩეული ნახატების გვერდს — facebook.com/ndzkart
იხილოთ ვიდეო — youtube.com/watch?v=MUZ9HKcyV8o
და ასევე გამოიწეროთ youtube არხი — tiny.cc/inkchz
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 486 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-01 | Comments (0)

შენ ვიღაცა გითვალთვალებს,
ვიდეო კამერა არის მუდამ ჩართული,
რომელიც იწერს შენს ყოველ მოძრაობას და ხმას.
დასმულ კითხვაზე პასუხი უბრალოდ ცხოვრებაა.

კავშირი სხვა სამყაროებთან
სულების, შიშებისა და მოჩვენებითი შუქის სახით.
ყოველი გასული წამი მომდევნოსთვის ისტორიაა,
რომელზეც შესაძლოა გიყვებოდე პოეზიით ან მხატვრობით.

რამდენჯერ ვეცადე მედიტაცია,
მაგრამ გონება სრულად ვერანაირად გავთიშე,
ვერც აზროვნებით, ვერც სუნთქვისა და ვერც სხვადასხვა მოძრაობით.
ბევჯერ განმიცდია ჰიპნოზი მუსიკის სახით.

მე ვარ გზა, რომელზეც გავლისას ან ფეხი დაგიცდება,
ან ვერ იგრძნობ საკუთარ წონას,
თითქოს ღრუბლებს ზემოთ ფეხშიშველი დაიარებოდე.

მთებში უსაზღვროდ სიარული უკან მოსაბრუნებელი გზის გარეშე.
მსურს უდაბნოში დაკარგვასავით ვიარო მთებში,
იმ იმედით რომ ბოლოს ვნახავ შუქს, რომელიმე ქოხიდან.
ელვის პრესლი, ჯიმ მორისონი, ვიქტორ ცოი
ისმოდეს ჩემს ყურსასმენებში.

სნუპდო ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 434 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-01 | Comments (0)

"სიყვარული არის მარხვა, რომელიც არ ხსნილდება" — ლაშა მარგიანი

ნახატი — "ბოლო აციმციმებამდე"
Oil on canvas / 100 X 70

რუსთავი / დავით გარეჯის 15 (ჩემი კორპუსის პირდაპირ ქუჩის მხრიდან)
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 442 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-01 | Comments (0)

"სიყვარული არის მარხვა, რომელიც არ ხსნილდება" — ლაშა მარგიანი

ნახატები:
1. Woman character. mood..
Oil on canvas / 100 X 70

2. Sad woman "I love you"
Oil on canvas / 100 X 60

რუსთავი / დავით გარეჯის 15 (ჩემი კორპუსის პირდაპირ ქუჩის მხრიდან)
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 427 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-01 | Comments (0)

#აქარისლუკა
#ამცხოვრებისდედაც
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 400 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-01 | Comments (0)

როდესაც საკუთარ თავსაც არ გავხარ
როგორი ემგვანები სხვას
ან რა საჭიროა ვინმეს ჰგავდე
ყველას საკუთარი მისამართი გვაქვს
თუნდაც ხვალე
შემთხვევით გადაიკვეთოს ჩვენი გზები
გავჩუმდები
და წამოვალ უკან
საიდანაც ვისწავლე ფრენა
მაგრამ ვერ გავცდი საკუთარ ქალაქს
საიდანაც ვისწავლე ხატვა
მაგრამ ჩემს გარდა არავინ იცის ამის შესახებ
საიდანაც ახლოა გამარჯვება
სულ რამდენიმე მეტრი მაშორებს მასთან
მაგრამ არ ვიცი მათემატიკა
მესმის ნაბიჯების მუსიკა
და იმ ხალხის კივილი
ვინც ვერ დადის ჩემს გვერდით
სამივე გაგებით
თუ იმის იქით წახვედი აზრებში
გამაჩერე და მეოთხე მეხუთე მეექვსე მეშვიდე
მითხარი მითხარი მითხარი
მესაუბრე
იქნებ შევძლო გავუგო საკუთარ თავს
და ამით დაგეხმარო
მე ხომ წვეთი ვარ რომელიც თმის ერთ ღერზე ჩამოგეკიდე
ან ბანაობისას
ან ქუჩაში წვიმის დროს
ან როდესაც შეგასხი წყალი
არ გახსოვს
არაუშავს ყველაფერი ხდ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 410 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-01 | Comments (0)

ნახატებია ფანქრით one-line-ის თემით, მაგრამ ზოგი მეტი ხაზითაა :D
თუ ვინმეს გნაბავთ, გავუკეთებ შავ პასპარტუს და 5-7-10 ლარში შემიძლია მოგცეთ, ამის მსგავსები მაქვს კიდევ 57 ცალი და დღეში კიდევ რამდენიმე შემიძლია გავაკეთო, მთავარი განწყობაა, თუ მექნება.
Attachments: სურათი 1
Category: სხვა | Views: 464 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-01-21 | Comments (0)

ლაშა მარგიანი

ცხოვრებაში
ხან გიმართლებს, ხან არა კი არა,
ან გიმართლებს, ან არა.

Fabia FA Bia — მართალ
Teo Beruchashvili — ჰო...
ნინო ყვავაძე — ეგრეა, კი...
ფლორენცია ფლორენცია — 100%
Tatia Varamishvili — კი

და მე — ვიქნები ბედნიერი, ცხოვრებაშივე, მეყოლება მეუღლე, ბავშვები, მექნება მათი რჩენის თავი და არა ვინმეს თხოვნით, ან მიქარვით, ან ვინმეზე გადავლით, ერთი კაცისთვის რომ ნაბიჭვარი ხარ და მთელი მსოფლიოსთვის მაგარი კაცი, არა!
და ამას არა პოპულარიზმითა და პიარის ხაზით, მე გალერეას ვთხოვ ადგილს უფასოდ და ტელევიზიას ვერა და არა ერთად, რადგან აქეთ უნდა იცოდნენ ვინც ვარ, რადგან დამატებული ვყავარ, 14-15 ადამიანიდან 2-ს გავუგზავნე დამატება, ერთი გოგონა, რომელიც რუსთავში ჩამოდიოდა და შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი და მეორე კაცი, რომელიც თვითონაც წერს, სპეციალურად არ ვასახელებ სახელებს.. დანარჩენი თვითონ, მაგრამ სულერთია მე გაყინული ვგდივარ სადმე ქუჩაში, ტყეში, ლიანდაგზე, თუ ვცოცხლობ და ყველას საპირისპიროდ, ა ... კითხვის გაგრძელება »
Category: სხვა | Views: 422 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-01-21 | Comments (0)

ადამიანი,
კერამიკული სათამაშო,
დაწერილი სცენარი,
დალეწილი შუშა
და ფრენა.

— "გმადლობთ."
გტოვებთ..
Category: ლექსები | Views: 507 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-01-17 | Comments (0)

ვნახე ერთი ფოტო, რომელიც უნდა ყოფილიყო ჩემთვისაც სახალისო, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე მასში გასაცინი, მასზე იყო მარცხენა კუთხეში ორი იგივე ქალი ფოტო ჩასმული, მარჯვენა ნაწილში კი განაწილებული სექცია, შეყვარებულისა და ქმრის, სადაც პირველში ეწერა — "გამოჯანმრთელდი საყვარელო <3 და თუ რამეა დამირეკე" და მეუღლის ნაწილში კი ასეთი რამ — "მოგ***ან ჭკუა! მილიონჯერ გითხარ თბილად ჩაიცვი მეთქი! მაგრამ არა, შენ ხომ ახალი ტყავის ქურთუკი იყიდე და მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენ ბლ**! ახლა მოვალ და მოგამტვრე სახის ძვალს! აფთიაქიდან რა წამოვაყალო?"

ჯერ ეს ერთი აგრესია, მერე კი რა გამოვაყოლო აფთიაქიდანო, ისაც თუ წინასთან დაკავშირებული არაა.. მეორე ბილწი სიტყვა, როდესაც შეიძლება გამწარებულზე ძვირფასო ვერ უთხრა, მაგრამ აი, ზედ გამოჭრილი, გინდოდა იმ ტყავი თხელი ქურთუკით ყველას დანახვებოდი, ახლა აიტანე გაციება, ან რავიცი "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო" ან რავიცი რაიმე, აუცილებელია ასეთი პასუხი, მესმის ხუმრობაა და გაზვიადებულიც შესაძლოა, მაგრამ რატომ "მ..ან" მითუმეტეს, თუ იციან რომ უმეტესობა გოგონე ... კითხვის გაგრძელება »
Category: სხვა | Views: 410 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-01-17 | Comments (0)

არ ვიცი.
არც კითხვა, არც წერა, არც ხატვა, არც უკვე დაწერილისა და დახატულის დადება..
არაფრის ხალისი არ მაქვს, არც ფულის, რომ იქნებ დავდო და საახალწლოდ რაიმე მოხდეს, არც არაფრის სურვილი.
ერთადერთი სიმარტოვე არ მინდა და ამას ვერ გავექეცი, რადგან არავის ვჭირდები, როგორც ჩანს.. მითუმეტეს მას ვისთანაც მე მინდა ყოფნა.
არ ვიცი რა ვქნა.. ერთადერთი 2-3 ადამიანსაც რომ არ ვუყვარდე და მოუნანიებელი ცოდვა რომ არ იყოს, ხვდებით რასაც ვიზამდი.. აი, მხოლოდ ეს მაჩერებს, სხვა არაფერი, რომ ვისუნთქო და ეს სუნთქვა არც სიცოცხლეს ჰგავს და არც ბრძოლას, არც არსებობას. საერთოდ არარაობაა.
ერთი ნორმალური სიტყვა არ მადგება ენაზე უკვე მესამე დღეა. ნერვები მაქვს ისე, რომ ამ ყველაფრის მიზეზი თუკი რაიმე ცოცხალი არსება იქნებოდა, ალბათ გავატყავებდი და ცოცხლად გავღრღნიდი.
არადა არაფრის თავი, სურვილი, იმედიც უკვე მეწურება რაიმის. შევიგინები და რა, ვითომ.. არაფერი არ იცვლება. ყოველი წამით ვუახლოვდები იმ გზას, რომლის გავლას, იმედია მალე, მარტოდ მომიწევს.
არ ვიცი, როგორ გავბედე დ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 470 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-31 | Comments (0)

(ფოტოზეა თავის დედასთან Afeni-სთან ერთად.)

Thug Life — ესაა ბანდიტის ფილოსოფია. არა მკვლელის ან მძარცველის ცხოვრება, ვისაც შეუძლია დანის ჩარტყმით მიითავისოს შენი ქონება, არამედ ადამიანი, ვისაც უწევს აქ ცხოვრება, არაფერი არ აქვს და არც ჰქონდა, მაგრამ მაინც თავაწეული დადის.

ორჯერ დაიჭირეს (უმიზეზოდ!), უთხრეს, "მოდი და მოეგე გონს"-ო. (ახლა მაგათ დედებს.. ვინაა გონს მოსაგები, მთელი მსოფლიო, თუ ის ერთეული ნაბიჭვრები? ტიპმა მაგრად იცხოვრა და სწორად, კი ზოგჯერ ემოციურადაც იმოქმედა, მაგრამ არ ჩაეყენებინათ მაგ სიტუაციაში).. მოკლედ, ერთხელ გზის გადასვლისას ბროდვეიზე, სადაც მაგრად სცემეს და დიდხანს შეაყოვნეს, რეალურად კი სიმღერის ტექსტის გამო. მეორედ კი ქალის გამო, ვისზეც ექსპერტიზა ჩატარდა და არაფერი არ აღმოუჩინეს უჩივლა რომ მან გააუპატიურა. კი, მას ჰქონდა იარაღი და ორჯერ დასამუქრებლად გამოიყენა, მაგრამ არც ერთხელ არავინ მოუკლავს.

როდესაც პირველად დაჭრეს, მისი მოკვლის მიზნით, მას ღრმად სწამდა, რომ ამას შავკანიანი არ იზამდა, რადგან მათთვის ის მოძღვრად იყო არ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ჩანაწერები | Views: 632 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-15 | Comments (0)

Field, flowers, wind and sky! .. / მინდორი, ყვავილები, ქარი და ცა!..
Oil on canvas / ზეთის საღებავები ტილოზე
Size / ზომა — 70 X 50
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 494 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

მე ვარ ტყე,
რომელიც ქარისგან ხელს გიქნევდა,
გემშვიდობებოდა,
ბოლო ხეს კი ცრემლივით დასცვივდა სამი ფოთოლი,
როდესაც იჯექი მატარებელში.

დაიძინე..

მოქმედებაზე მეტი განიცადე და
უჩემოდაც იყავი ჩემთან.

გაიღვიძე..

მწამს,
შენში დაისადგურებს ჩემი მფეთქავი სიგიჟე,
რომელიც გაგიკვალავს გზას ამ ბნელი ტყიდან სინათლისკენ,
უსრულ ბედნიერებასთან,
ისეთი უსაზღვრო სისწრაფით,
როგორ ძლიერადაც მიყვარხარ!..
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 550 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

Sad woman "I love you" / ახალი ნამტირალევი, სევდიანი ქალი "მე შენ მიყვარხარ"
Oil on canvas / ზეთის საღებავები ტილოზე
Size / ზომა — 100 X 70
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 474 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

შენ თუ ხარ პოეტი,
მე ვარ, ვისაც ესმის შენი სიტყვის.
შენ თუ ხარ მხატვარი,
მე ვგრძნობ შენს შექმნილ ფერებს.

შენ თუ ხარ სიყვარული,
მე შენი სუნთქვა,
მე შენი სიტყვა,
მე შენი შეხება
გუუულის ფეთქვას ამოვარდნამდე მატკიებს.

შენ თუ გიყვარვარ,
როდესაც მაჩვენებ ტილოს,
მე უნდა გაპატიო ჩემი სიტყვებით დახატვა,
რადგანაც გიყურებ თვალებში
ვგრნობ როგორ იღრუბლები
და ცივ ლოყაზე გზას იკვალავს ცივი წვეთები.

და ყველა სიტყვა კარგავს აზრს,
როდესაც ეს ნაწერი გეძღვნება შენ,
ხმააკანკალებულსა და გულაჩქარებულს
ან შენიდან მე,
ან პირიქით ისე უსასრულოდ,
როგორ უსაზღვროდაც მიყვარხარ!..
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 390 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-12-14 | Comments (0)

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 21 22 »