გამბედაობა ხმის ამოსაღებად!
როდესაც სათქმელიც არაფერი გაქვს და ეძებ სიტყვებს,
შენი სულიერი მდგომარეობის გამოსახატად,
იქნებ ვინმე იპოვო შენი მსგავსი..

უნებლიეთ ვუცრუებ იმედებს საკუთარ თავს,
მაგრამ სხვას ვუსრულებ უამრავ დანაპირებს.

უძილობა.
შიში სინათლის.
ღამე ქუჩების ყოველდღიური დაზეპირება
და დამეგობრება.

სონლაქსი და ბაკლოსანი — რელაქსაციისა და ძილისთვის.
ნატრიუმის თეოპენტალი — შიშების მოსაკლავად.

ოთხ კედელში ჩაკეტილობის ფობია
და გარეთ უმისამართოდ ბოდიალი.
შიში საკუთარი ჩრდილის.

ლოცვის ნაცვლად სიგარეტით დაწყებული დილა.
ყავის ნაცვლად მძიმე ჩაით.
და მისი გახსენებისას, ჭიქაში სამი კოვზი შაქრის ჩაყრა.
— არ გშველის.

თვითმფრინავში სიკვდილის შიში
და ავტობუსით გადალახული საზღვარი,
რომელსაც ფსიქიკურად აქამდე ვერ წარმოიდგენ, ვერ ცდები.
— არ გშველის.

პარკში ჩიტების ჭიკჭიკი
და მდინარის შენაკა ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 271 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

.

წვიმის ცივი წვეთები ფანჯარაზე იღვრება.
ძილი მატარებელში.
ფსიკური ტრანსი
და ჩინური ჩაის გემო
შეფარდებული სიზმრების მატრიცის ფონზე.

.

მეორე კადრი

უსასრულოდ შერევა ყველაზე მორჩილი საღებავის.
ხუჭავ თვალებს და იღზნები ამ უსაზღვრო ენერგიით,
მოსული არსაიდან.
უჭერ საღებავს და ისაც იღვრება
წინა დაუმთავრებელ ნახატს ზემოდან,
გემორჩილება..
შემდეგ სალათასავით, (რომელიც შეადარე არქონის გამო)
ასხამ ზეთს,
დე კუნინგის ხათრით ამატებ მცირედ წყალს
და უსაშველოდ ურევ..
თავში ბუდისტურ მელოდიაზე გინდება კივილი,
რომელიც შენში ერევა მზის ჩასვლას..

.

მესამე კადრი

ბულგარული ხალხური სიმღერის "ბრე პეტრუნკოს"
მოსმენისას ვისაც ფსიქო-კრიმინალური ფონი შეექმნა
ახლოს დგას ჩემთან.
მომთაბარე ბოშათა ჯგუფის ფონზე ორი აზერის ფრაზა.
"ტაბორი მიდის ცაში.
მე გამიძარცვავს იქაც კი, სადაც არ ვყოფილვარ" < ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 273 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

შეშლილის ჩანაწერები.

დასაწყისიდან მცირე ნაწყვეტი (არც თავი არც ნაწილი, უბრალოდ შედარებით ყველაზე უინტერესო მონაკვეთი, მომავალი რომანიდან)

მეცხრე წელია რაც უძილობა მჭირს და დღეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი ღამე დატვირთული უამრავი აზრით სხვადასხვა რამის შესახებ..
ხუჭავ თვალებს და ცდილობ ჩაძინებას, ხედავ ტვინის ნეირონულ კავშირებს, აკავშირებ ყოველთვის ნებისმიერ რამეს, იმას, ვისზეც ნერვიულობ და ვისზეც წუხარ, ნებისმიერი გზით, თუნდაც ჯაჭვს, შემდეგ ამირანს კავკასიონზე, შემდეგ სვავს, რომელიც გულს უჭამს, ღამე ყორანივით შავი, შემდეგ რაც შენზე მოქმედებს არა სასიამოვნოდ, ან გბოჭავს, გინდა ხატვა, ტილო არ გაქვს და გიწევს ძველ დაწყებულ ნახატს გადაახატო, ყველა მაღაზია დაკეტილია, სახლის მიტანის სერვისით, მხოლოდ საკვებია, რაც შენთვის არანაირ სიტუაციაში არაა პრიორიტეტი, გქონდეს ნატეხი პური და ერთი ვაშლი, მთავარია სკეტჩუქი, ტილო და ბლოკნოტი ლექსისთვის.. წარმოგიდგება ადამიანი, ვისთანაც მიდიხარ ფეხით, რადგან ტრანსპორტი არაა, მაქამდე ურეკავ და სთხოვ ტილოს, სთავაზობ ლუდს, თან გეშინია ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 279 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

რემარკი ამბობს
თავისუფლება სიყვარულზე ძვირფასიაო,
მე კი პირიქით მიმაჩნია,
რადგან ადამიანი თუ გიყვარს,
მისთვის შეიზღუდავ საკუთარ თავისუფლებას,
გადადგამ მთას და დააშრობ მდინარეს..

საკუთარი თავისუფლების დოზასაც
ადამიანთა სიყვარულით ზომავ,
რომ არ დაუტოვო მოყვარეს გულში მოუშუშებელი იარა.

და ვიხსენებ იმ ნათქვამს,
ჯერ უფალი,
შემდეგ საკუთარი თავი და სხვა დანარჩენიო,
მაგრამ მარხვასავით ვარღვევ ამ სიტყვას,
რადგან საკუთარ თავამდე მიდგას რამდენიმე ადამიანი

რომელიც ხელს მიქნევს,
რასაც ვერ ვხედავ,
მაგრამ ფანჯრის გაღებისას ვგრძნობ,
სითბოში ნიავის სახით..
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 252 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

ნ.-ს

დრო.
ათას კაცში მარტო.
დგომა და ლოდინი.

სიტყვა.
სახეზე სითბო.
ხასიათი და განწყობა,
ემოცია,
რომელსაც ვერ შევურჩიე ფერი.

ნიღაბი გაქვს ვარდის,
მაგრამ შენში ვხედავ მინდვრად ამოსულ
მარტოსულ გვირილას
და ყოველი შემოხედვისას სულიერად ვივსები.

დავდუმდებოდი,
რომ არ მქონოდა ნახატი,
რომლის ყურებისას შენს სამყაროში ვცურავ.

... და მიხარია,
რომ მე ის უბრალოება შევიცანი,
ვიპოვე,
რომელსაც მოვასმენინებ საკუთარ სიჩუმეს.

მუსიკა და ჰიპნოზი.
ჰაერი და წყალი.
ფრენა და უკვდავება..

ა-მი'ნ!..
Category: ლექსები | Views: 261 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

მოგესალმებით!

მე მაქვს უამრავი კომპლექი და ასევე პრინციპები, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, არასდროს გავხვდები სახით მოვაჭრე, რაიმე სისულელის ხარჯზე.. ფოტოების ხშირი გადაღება, ლაივები სხვადასხვა ჯგუფებში და მასაზე გათვლილი უინტერესო ტექსტითა თუ ლექსით ან ა.შ..

სამ ადამიანს უნდოდა რომ მე მათთვის ხატვის გაკვეთილებით ჩამეტარებინა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ მოხერხდა დროზე-ადრე ამის მოგვარება, შემდეგ ვირუსი და ჩაკეტილობაშიც შემეძლო უამრავი იდეა მაწუხებს, და ისინი განმეხორციელებინა, მაგრამ თავს ვიკავებ ჩემივე სერიოზული ნახატებისა და ნაწერების გამო.

მოკლედ, ალბათ უახლოეს მომავალში დავაანონსებ ღონისძიების სახით ან უბრალოდ პოსტით, როდის და რომელ საათზე ჩავერთვები ლაივში (არ ვიცი ვიდეო-მონტაჟი) და იქ შემიძლია რამდენიმე მონატრებულ ადამიანს ერთდროულად მოვესიყვარულო, თქვენივე სურვილისამებრ წავიკითხო რამდენიმე ლექსი, გავაკეთო რამდენიმე ახალი ნახატისა და სწრაფი ჩანახატების პრეზენტაცია, ასევე მოკლედ სამომავლო გეგმებზე, თუკი მალე ჩაივლის კორონა ვირუსი და ბონუს ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 297 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

სიყვარულში არსებობს ორნაირი ადამიანი,
ტუალეტის ქაღალდი და აკვარელის სამას გრამიანი.
ორივეს ქონას მოაქვს სიხარული,
მაგრამ ისინი სხვადასხვა ცხოვრების გზას გადიან
და სხვადასხვა სიცოცხლის ხანგრძლივობა გააჩნიათ.
ერთი გამოყენებისთანავე კვდება
და მეორე კი მუდმივად ცოცხალია.

გადაწყვიტე საკუთარი ცხოვრების გზა
და გადაშალე წიგნი.
Category: ლექსები | Views: 274 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

ყველანი ვგრძნობთ
სხვადასხვა ტკივილს განსხვავებულად,
და სევდიანი გამოხედვის უკან ვკარგავთ
ბედნიერების წამებს,
რომელიც რაც უფრო სასიამოვნოა,
მით უფრო მალე სრულდება.
Category: ლექსები | Views: 254 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

შენ არ გესმის ჩემი ფსიქიკის მელოდია,
მაგრამ მე არაფერს გთხოვ,
მსურს ვხედავდე ჯერ არ ჩასახული ბავშვის სახეს,
რომელიც ირეკლება საკუთარი ხედვით,
ჩემი ეზოს გუბეში,
იქვე მდგარი ხითა და ლამპიონის შუქით.

ჩვენ თუ ვერ ვიქნებით ერთად,
ჩვენს ისტორიას ხალხს დავუტოვებ,
შენდამი შექმნილი სიტყვით.

— მიყვარხარმშვიდობისა!..

გაულამაზეთ დღის ნებისმიერი პერიოდი
თქვენს საყვარელ ადამიანს,
დილა, შუადღე, საღამო, ღამე...

ზღვა ემოცია,
რომელიც გინათებს გზას.
შედიხარ ტრანსში, რადგან შეამჩნიო ეს ნათება
და სასოწარკვეთილი, გულისფეთქვით გამომყვე იქ,
სადაც ვიკვებები შენგან ჩემი გახსენებით,
ანუ უკვე ძვალს გადაეკრა კანი და მიჭირს სუნთქვა.

და ვცდილობ გავუმეორო
საკუთარ თავს,
რომ მწამს,
უშენოდ, მაინც ვარ შენთან,
მაგრამ როდესაც ვემსგავსები ნორმალურ ადამიანს,
ვხვდები..

შენი ცხოვრების გასავლელ გზას არ კვეთს ლიანდაგი, ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 277 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

* * *

მარტოდ ხეტიალის შემდეგ
ავედი სახლში.

შევამჩნიე შენი ფოტო

და ცარიელი ოთახი
გათბა.

———

After wandering around all alone,
I went back home.

I caught a sight of your picture

And my empty room
Got warmer.

———

После одинокого скитаний
Поднялся домой.

Заметил твое фото

И пустая комната
Cогрелась.
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 267 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

სახეზე მომემატა ნაოჭი,
წვერიც გამიხშირდა.
მიღრმავდება თვალსქვემოთ ღრმულები.

მივხვდი
ჩემს ეზოში
ონკანიდან
დღემდე წვეთავს

ჩემს მიერ გავლილი
და დარჩენილი წლები.
Category: ლექსები | Views: 290 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

* * *

შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი,
ცრემლის გარეშე.

მწამს,
ოდესმე შეგეხები
და გამოიდარებ!..

Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 345 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

Abstract / აბსტრაქცია N#103 (ნიკა ძამიაშვილი)
Oil on canvas / ზეთის საღებავები ტილოზე
Size / ზომა — 110 X 85

Other than the first photo are parts, details, but first-one is a full painting / პირველი ფოტო არის სრული ნახატი, დანარჩენი კიდეც ნაწილები.. — facebook.com/ndzkart/posts/200011104772755
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 304 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-09-15 | Comments (0)

ნებისმიერ მცირე სითბოზე, გაღიმება, სიტყვა თუ ქმედება, გვერდში დგომა თუ.. შემიძლია გადავყვე ადამაინს, მაგრამ ვერ ვიტან უსამართლობას, ვერც ინტერნეტ-კონტაქტებიდან ფეხზე დაკიდება, ვთქვი და იმის იქით არ მაინტერესებს პასუხი, ან სამსახურის მხრივ (რადგან უფროსი ხარ, რაღაც არ მოგეწონება, თუნდაც ისე იყოს გაკეთებული, როგორც თვითონ მოუწოდება დამქირავებელს, მაინც არცხვენ ხალში) იმიტომავ ვწერ და ვხატავ და ამით ვცდილობ შევინახო თავი.. ასევე ისაა მურტალი, რომ ვიღაც ჭიჭიკოებს რომ ეძახიან ტელევიზიაში რაღაც სისულელეზე და მე მექნება კომპლექსი, რომ როგორ, მე ხომ არ ვარ პიარშიკი ტიპი, ვარ, ნამდვილი საკუთარ თავში და ნებისმიერ ნათქვამ, დაწერილ თუ დახატულ აზრსა თუ სიტყვაში, ჰოდა მე არ ვთხოვ, ისე ვიზამ, რომ ოდესმე თვითონ.. მაგრამ ის პირველი ტალღა რითი შევქმნა, მე ხომ პური მინდა, ასევე მეუღლე, ბავშვი, ჩაცმა, თეატრში საღამო, ქართული ცეკვები, სპექტაკლი თუ კონცერტი, ოპერაში ბალეტი, გალერეებსა და მუზეუმებში გამოფენები და ა.შ.. ბავშვის საინტერესოდ აღსაზრდელად, ამისთვის საჭიროა თანხა.. ჰოდა, ნერვები მაწყდება, აქ და ახ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 453 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-26 | Comments (0)

ზიარების შესახებ, უმეტესად, ის ადამიანები მსჯელობენ, რომლებიც მაზიარებლები არ არიან.
სავარაუდოდ მათ უმეტესობას სახარება არ აქვს წაკითხული.
და ვისაც აქვს - რატომღაც ვეღარ იხსენებს, როგორ იქცეოდა იესო ქრისტე, როდესაც საქმე ყველასგან მოძულებულ კეთროვნებს ეხებოდა.
იესო, სხვების მსგავსად, არ გაურბოდა მათთან შეხვედრას, პირიქით მიდიოდა და კურნავდა.

ჰოდა, ძალიან სასაცილოა, როდესაც ქრისტიანს ეუბნები, რომ ზიარებით შეიძლება დაინფიცირდეს.
გამოდის, არანაირი ძალა არ ჰქონია ამ საიდუმლოს და ქრისტეს სისხლის და ხორცის ნაცვლად უბრალოდ პურსა და ღვინოს შეევექცევით.

გულწრფელად გეტყვით, თუ ვინმეს გეშინიათ, რომ ქრისტე განკურნების ნაცვლად დაგასნეულებთ, თქვენი რწმენა უბრალოდ თავის მოტყუებაა და მეტი არფერი.
ერთჯერადი კოვზით ზიარებას, ჯობს საერთოდ არ ეზიაროთ.

პ.ს.

როდესაც იესო სნეულებს კურნავდა, იქვე ეუბნებოდა - შენმა რწმენამ განგკურნოს და გაცხონოსო.
ეს, რასაც ნიშნავს რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.

აბა, წარმ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: სხვა | Views: 678 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-13 | Comments (0)

უახლოეს მომავალში შესაძლოა გამოვიდეს ჩემი რომანი ამ დასახელებით, სადაც აღწერილი მაქვს ქუჩაში სხვადასხვა სიტუაციებიდან ჩემი განცდები, აზროვნება, რეალობიდან გამომდინარე..

ერთი თავი აქვს დათმობილი გაშორებულ ცოლ-ქმარს, რომელიც რუსთავში რუსთაველზე ბაზრის შესახვევთან გაჩერებასთან ახლოს, სკვერთან დავინახე, თუ როგორ დასცინოდა და აბუჩად იგდებდა ტიპი ქალს, შემდეგ მივედი და შევთავაზე დახმარება იმ მძიმე ჩანთების მიტანით სახლამდე და ა.შ.. ასევე გზის მეორე მხარეს სხვა დღეს დავინახე ახალგაზრდა გოგო, პატარა ბავშვით, რომელიც იდგა ტროტუარზე ახლოს, დედიკო კი ერთი ნაჯით წინ, მაგრამ მაინც პატარის ჩრდილი იყინებოდა ბორდიურზე და ქალის კი გადადიოდა ფეხით სავალ ნაწილზე, სადაც მე შემთხვევით გადავაბიჯე და თითქოს ჩამწყდა ჩემში რაღაც დედობრივი.. წამით გავიფიქრე, ხომ არ მივბრუნდე და გადმობიჯების შემდეგ მოვუარო-თქო.. (თითქოს შავი კატა და საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრი) ინსტინქტურად პირჯვარი გადავიწერე და დედა, ბავშვი, მეუღლე.. ამ სამი სიტყვის შემდეგ ხელზე ტუშის კალმით დავიწერე სერიოზული ლექსი..
... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 406 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-12 | Comments (0)

მარტოკაცის ბინაში მეტია ღმერთი,
ვიდრე მთელს მის ქუჩაზე..

კარის გამოხურვამდე პირჯვრის გადაწერა
ქუჩაში მეგობრის დასამშვიდობებლად აწეული ხელივითაა,
რომელიც მახსენებს ტრანსპორტიდან შემჩნეულ
ახალგაზრდა გამხდარი გოგონას სახეს,
რომელშიც დავინახე დედობრივი სითბო და ტკივილი
რომელიც ისეთივე ამოუხსნელია ჩემთვის,

როგორც ბინაში დატოვებული ღმერთი,
რომელმაც ჩემს გვერდით იმგზავრა.
Category: ლექსები | Views: 445 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-11 | Comments (0)

ადექი,
გამოდი შენი ნაჭუჭიდან,
რომ შეამჩნიო მზის სხივის ნათება
და შენს გაუცნობიერებლად შეცვლი საკუთარ ცხოვრებას,
სადაც უკვე ლპები,
მოითხოვ წყლულების მოკვეთასა და განბანვას.

მე უკვე წვერიც გავიპარსე,
არყის ნაცვლად წყალიც მოვყლურწე,
სიგარეტის ნაცვლად ფილტვებს
ახლად აყვავებული ხის რტოები ჩავასუნთქე,
მაგრამ არ მიშველა,
რადგან მთავარი ბრძოლა წინაა.

ნუ წამიკითხავ,
იპოვე სხვა ვარსკვლავი,
რომლის ნათებაც თვალს მოგჭრის.

შენს ნებისმიერ განსხვავებულ ქმედებას მიიჩნევ სიგიჟედ.
მუსიკის ზემოქმედება,
ქუჩა, ეზო, სკვერი ან სახლის ოთხი კედელი.
მსხვრევის ხმა სიბნელეში და ქალის კივილი,
დამშვიდება პეპლის ეფექტის მსგავსად.
როდესაც შენში წამალივით ზემოქმედებს,
გრძნობ, განიცდი იმას,
რასაც სხვისი აზროვნება ანაგვისყუთებს
და უამრავი აზრი გაწუხებს იმის შესახებ,
თუ რა იქნება შენს შემდეგ,
ან თუ შენ რამეს ისე ან ასე იზამ შენი წინ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 435 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-11 | Comments (0)

მე არასდროს გამიკეთებია, რომელიმე პოსტის რეკლამა ინტერნეტში, კერძოდ სოც ქსელებზე დაბუსტვას ვგულსიხმობ, რომ არ მოვეწვიე თამარას საღამოსა და გამფონისთვსი წიგნის მაღაზიაში და რომ არ გამოვსულიყავი 27-ზე, ამ წლის ფოტო არც მექნებოდა, და არც მანაღვლებს კი არა, არ მაქვს არაფრის ხალისი. ასევე მაქვსბავშვობიდან კომპლექსები და მჯერა, არასდროს ვიქნები სოციალურ ქსელზე აგებული ტიპი, თუმცა გული მწყდება ამ სიტყვებსაც რომ ფეისბუქზე ვკრეფ, იძულებული ვხდები.. არ ვარ ის ტიპი, ვინც თვალში გაეჩხირება მასას თავისი სისულელით და მე რასაც მიფიქრია, რაც მინახავს, რა კითხვებიც გამიჩნდა, იმის მოძებვნა ქართულ ინტერნეტში აზრი არ ჰქონდა და ზოგ რამეს ინგლისურად, რუსულად, იაპონურად და ჩინურად, რადგან დიდი მასაა და როგორც უინტერესო ნაგავითაც გადატენილია, შესაძლოა ფონს უკან გამოჩნდეს, იმალებოდეს სერიოზული ინფორმაცია და რა კითხვებზეც ვერ ვიპოვე ინტერნეტში პასუხი, დავფიქრდი, შევიგრძენი, მივხვდი და მივედი ჩემით იმ წერტილამდე, რომლის იქით ისევ იწყება ახალი წერტილი და საინტერესოა ამის შემეცნება..

მაგრამ ამ ტვინის ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 416 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-04 | Comments (0)

შენ თუ გინდა დამეხმარო, ამ დარბაზიდან რომ გახვალ, გზაზე გადაიყვანე მოხუცი, ადგილი დაუთმე ორსულს და დაეხმარე ხელგამოწვდილს, დაუყარე ორი-სამი მოკბეჩა საკვები ქუჩის ძაღლს ან კატას, რადგან ქუჩაში, რამდენ გახარებულ სახესაც შეძლებ რომ დამანახო, იმდენჯერ შეძლებ გამაბედნიერო.
Category: სხვა | Views: 474 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2020-03-01 | Comments (0)

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 21 22 »