შენ მაშინ გიყვარს ადამიანი,
როდესაც საკუთარ სიყვარულზე ზემოთ
აყენებ მის გრძნობებს,
მაგრამ მაინც ბრუნდები
და მასთან ერთად ხვდები გათენებას..
Category: ლექსები | Views: 515 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

მჯერა,
ცხოვრება ყოველთვის გრძელდება,
სიკვდილის შემდეგაც კი..

როდესაც ვიგრძნობ,
რომ ყველაფერი დამთავრდა,
მაშინ დასვამ წერტილს,
რომელსაც თავისით მიუჯდება
მეორე წერტილი..
მესამე..

და ეს იქნება
ჩემი
უკანასკნელი
საუბარი.
Category: ლექსები | Views: 519 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

როცა მარტო ვარ და ვხუჭავ თვალებს
მესმის მუსიკა შენი სუნთქვის და
როცა ვიღვიძებ, არ მრჩება კვალი
შენი ყოფნის და მყავდე სულ მინდა.

არა მხოლოდ დღეს, ანდა ხვალ, მუდამ..
და იყოს შენიც, ეს ჩემი სახლი.
ზამთარში თოვდეს და ერთი გუნდა
გესროლო შენ კი ღიმილით დაღლილს

მომიახლოვდე და მე შენ სიცილს
ვაჩუქო კოცნა, ენების ლოკვით.
შენ ჩამეხუტო და მე არ ვიცი
რით დავასრულო, ეს ლექსი მოკლე.

ქუჩებს ამშვენებს ბევრი წყვილი და
როცა ვუყურებ, ვიკლავ მე დარდებს..
თუ ჩემს ცხოვრებას რამე ცვლილება
სჭირდება მაშინ, მხოლოდ შენ მყავდე
გვერდით!..
Category: ლექსები | Views: 522 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

პაემანი
სარკეში
საკუთარ თავთან

და

მაინც
გძინავს მარტოს.
Category: ლექსები | Views: 530 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

უამრავ ნაცნობ ხალში ხარ მარტო.

ცდილობ შეხვიდე კონტაქტში,
მაგრამ ამაოდ.

გამოეყოფი მასას
და იწყებ წერას,
რომელიც გაძლევს სულ მცირედ ხსნას.

გადაგატანინებს
სამუშაოზე მიღებულ ტკივილს,
რომ არ ურტყა
უდანაშაულო კედელს ხელები,

მაგრამ ვეღარ შველი
გარეგანი დუმილით
და შინაგანად აბღავლებულ სხეულს.

დგახარ ყველასგან მოშორებით
და გულში გეღვრება
თვალებში დაგროვილი ცრემლები..
Category: ლექსები | Views: 567 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

რა აზრი აქვს თავისუფლებას,
კაცი თუ კვდება?

რა აზრი აქვს ღია ფანჯარას,
თუკი აჯანჯლებ?

რას მიაღწევ ნეტა ფრენით,
თუ გაქვს ფრთები
და არ კვდები?!.
Category: ლექსები | Views: 559 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

მას არ ანაღვლებდა
საკუთარი ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა,
მე კი ყოველ ღამე, ძილის წინ, პირჯვარს ვიწერდი,
რომ ნებისმიერ წამს
არ დამეკარგა მეგობარი.

მიხარია,
ის თავის იმ სიყვარულმა გადაარჩინა,
ვისთვისაც მის ცხოვრობას მიეცა აზრი.

მწამს,
წრფელი დედ-მამა-შვილური სიყვარულის,
რომლის დანახვაც შემიძლია ორი მეზობელი ხის ყურებით,
ორი სხვადასხვა ზომის ღერიან ერთ ყვავილში,
და უსასრულო ცაზე ვარსვლავებსა და ღრუბლებში,
ზოგჯერ ადამიანებშიც..

მსურს,
ის მალე გამხდარიყოს მამა,
მე კი მოვესწრო მათ პირველ შვილს
და თავზე ხელი გადავუსვა.
Category: ლექსები | Views: 541 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

თუ ცხარე ცრემლებით ნანობ,
აშენებ სულიერ ბუდეს..

რაც უფრო იზრდები,
კარგო,
მით უფრო ცილდები
ღრუბლებს!..
Category: ლექსები | Views: 577 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

ადამიანები ვივიწყებთ
ერთმანეთის სახეებს,
ხმას,
ზოგჯერ არსებობასაც კი..

უფალი არასდროს გვტოვებს,
მაშინაც კი,
როდესაც ჩვენ ამას ვიჯერებთ,
რომ ვრჩებით მარტო.

ის გამოუვალ სიტუაციაში გვიგზავნის მხსნელს,
ანგელოზს, ადამიანის სახით,
რადგან არ დავკარგოთ მეორე დღის იმედი,
განვაგძოთ ბრძოლა
და ხეზე არ დავკიდოთ ჩვენი სხეული.

დღეს,
რუსთაველის გამზირზე,
ძველი ტექნიკური უნივერსიტეტის შენობასთან,
სადაც ახლა ლტოლვილები არიან შესახლებულნი,
შემხვდა ერთი დიდი ხნის უნახავი გოგონა,
რომელიც დაემშვიდობა თავის მეგობარს
და მომესალმა მე.

ჩავეხუტეთ ერთმანეთს
და ერთად გავლილმა რამდენიმე ნაბიჯმა
დამიტოვა სახლამდე მთელი გზის გასავლელი სითბო.
Category: ლექსები | Views: 594 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

ორი უჭკნობი ყვავილი
მოტეხა ქარმა
და გააფრინა უსასულობისკენ.

მიწაში დარჩა მათი ფესვები
და ცას შეემატა
ორი ვარსკვლავი.

ანა და ნინა.
ნინა და ანა.

ორ წყვილმა ცრემლმა მოგვიყვანა
ამ წელს შემოდგომა.
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 754 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

თანავუგრძობ ხეს,
რომელსაც არ ჰყავს გვერდით თანამოშრიალე,
ვისთან შეძლებს თითების შეხებას,
ან ტოტების გაბლანდვით ჩახუტებას.

არიან ხეები,
რომლებსაც შევხედავ
და ვგრძნობ,
რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი.

მე გული მტკივა,
როდესაც ცივ ან ცხელ დღეებში
მიწევს სამოსის შერჩევა
და ამდენი ხნის მანძილზე,
ჯერ არც ერთხელ არ გამიხდია და არ მომიხურავს
გაყინულ ხისთვის ქურთუკი..

ერთხელაც
რადაც არ უნდა დამიჯდეს,
ვიზამ..
Category: ლექსები | Views: 611 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

წეროებს არ მოჰყავთ ბავშვები,
არც გადაშლილ კომბოსტოში პოულობენ მათ!

მინდა რომ მწამდეს იმ ზღაპრის,
რომელსაც ყოველი დღე ვუყვები საკუთარ თავს,
მაგრამ აღარ მაქვს დაძინების უფლება.

ჩვენი ბავშვობა
მხოლოდ იმით იყო ცუდი,
რომ..

მალე დასრულდა!..
Category: ლექსები | Views: 533 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

თბილისში,
ქუჩის მუსიკოსი მღეროდა
და იქ ჩახუტებული წყვილი ცეკვავდა.

მე ვუსმენდი და განვიცდიდი ჩემს მარტოობას.

შევედი მაღაზიაში.
ვითხოვე კალამი და ფურცელი,
რომელზეც დავწერე ინგლისურად —
"Keep Smiling And Hug Me, Please"

უამრავმა ჩამიარა,
ალბათ, ეგონათ ფულს ვაგროვებდი რამისთვის,
არც წაუკითხავთ..

იმ მეწყვილე გოგონამ ნახა ეს ფურცელი,
მომიახლოვდა,
გამიხარდა
და ჩავეხუტეთ ერთმანეთს..
დიდხანს და მძლავრად ჩავიკარი გულში.
ვგრძნობდი მის გულის ფეთქვას..

დავემშვიდობე და წავედი რუსთავისკენ.

ჩავედი ქაშუეთის ტაძრის უკან
და იქ შემხვდა ორი რუსი ტურისტი.
გავრისკე..
მათაც ვანახე ეს ფურცელი.

მითხრა იქიდან ერთ-ერთმა, რომ ხედავდა
მხოლოდ თეთრ ფურცელს.
შემდეგ რუსულად ავუხსენი რაც ეწერა
და ორივესგან მივიღე დიდი სითბო,
რომელმაც დამახევინა ფურცელი,
ჩამაგდებინა ნაგვის ურნაში.

... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 543 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

შენ ჩამისახე იმედი.
ამინთე სულში სანთელი,
რომელიც გგონია,
რომ შენმა მკაცრმა უარმა ჩააქრო,
არადა პირიქით..

ყოველი დღე იწვის
და ღამე ისევე მთელდება,
რადგანაც მან მაინც მიგახვედროს
რომ შენს გზას მე გავანათებ

და ჩემს ჩრდილში
ამოიზრდება შენი სულის ნაყოფი,
რომელიც აყვავებისას გაიწევს მზისკენ.
Category: ლექსები | Views: 547 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

ცხოვრება სულ სამი ნაბიჯია.
დაბადება,
ანუ ჯიბიდან პირველი ღერის ამოღება და წაკიდება.
პირველი ნაფაზი,
რომელიც მიისწრაფის ბოლოსკენ..
და დამიწება.

ამ სამწუთიან ყოფაში
სიყვარული მეხის გაელვებას ჰგავს გულში.

და ამ ყველაფრის შემდეგ
ვიძულებ საკუთარ თავს,
როდესაც ტაძრისკენ მიმავალ გზაზე
ვუკიდებ სიგარეტს..

იქ მისული კი ვისმენ ქადაგებას
თავგანწირვასა და სინანულზე..
Category: ლექსები | Views: 532 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

ვუყურებ უვარსკვლავო ცას
და ვხედავ
ღრუბლებს,
როგორც მამაკაცის თვალებში
შეკავებულ ცრემლებს!..
Category: ლექსები | Views: 500 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

ღამის ორი საათია.
წავუკიდე სიგარეტს და გავედი გარეთ.

დღეს ჩემს ქუჩაზე,
ერთ ადამიანს გული წაუვიდა და ჩაიკეცა.

გამვლელმა ბიჭებმა დააჯინეს მაღაზიის წინ.
ამ დროს მე სხვა მაღაზიაში ვყიდულობდი
ორი ლარის კვერცხსა და სოსისს,
როდესაც ერთი ნაცნობი ბიჭი მოვარდა
და ითხოვდა სასწრაფოდ კანფეტებს
ერთი დიაბეტის მქონე ცუდად მყოფისთვის.

გავყევი მას.
ვხედავ ქალს და მის გვერდით ბავშვს,
რომელიც ძლიერ ნერვიულობს მასზე.
პოლიციელმა შესთავაზა სახლში წაყვანა,
რაზეც ქალი დათანხმდა.

ერთმა ბიჭმა დაიჭირა გოგო
და მიჰყავდა მანქანამდე,
როდესაც ის ისევ გაითიშა და გზაზე დავაწვინეთ.
რამდენიმე წუთში, როდესაც მოვიდა გონს,
ჩავსვით საპატრულოში.

ოფიცერმა სასწრაფოს ნაცვლად
საგზაო პატრული მოიყვანა.
მეორეჯერ უკვე დარეკა სადაც საჭირო იყო.
სასწრაფოს მოსვლამდე წყალზე გავაგზავნეთ ერთი ბიჭი.

დავტოვეთ კარი ღია, რომ ჰაერს ემძრავა
... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 568 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

სულიერი მდგომარეობა.
კოღოების ბზუილი
დაჩაძინებამდე კბენის მოლოდინი.
მოსაბეზრებელი, ყელში ამოსული ყოვლდღიური რუტინა.
იმედი მეორე დღის, რომ უკეთესი იქნება დღევანდელზე.

ჩემი ღამეები ყოველთვის ეზოდან ქუჩისკენ გადის,
საიდანაც ფეხით ვპოულობ
ასფალტამდე სამ ნაბიჯში ხის ძირს,
რაზეც ყოველი გასვლა-გამოსვლისას
ორივე ფეხსაცმლის ძირით ვდგები რამდენიმე წამით
და ვაგრძელებ გზას.

გუშინ უცხოეთიდან მონატრებული მეგობარი ჩამომივიდა.
მინდა ხელის ჩამორთმევა
და საუბარი მასთან.

დღეს..
მეორე მეგობარი მეუღლესთან და ბავშვთან ერთად
იყვნენ ჩემს ეზოში.
ჩვენ ვსვამდით ლუდს. ბავშვები ერთობოდნენ.
დავიშალეთ.
დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
მივტრიალდი სახლისკენ. მივუახლოვდი სადარბაზოს
და ისინი იქ აღარ დამხვდნენ.
თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში
და ის განცდა არ ვიცი სიტყვით როგორ აღვწერო.

უმეტესწილად
ჩვენდა საუბედუროდ და გაუთვითცნობიერებლად ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 636 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-08-31 | Comments (0)

ღამის სამი საათია.
მოვუკიდე სიგარეტს
და სადარბაზოს ნაცვლად ჩავედი გარეთ.

მოწმენდილი ციდან
სადაც არ ჩანს იმედად არცერთი ვარსკვლავი,
ეშვება გრილი წვეთები.

ვზივარ ეზოს სკამზე და ვუყურებ ლამპიონს.

ვიხედები ქვემოთ
და ვგრძნობ,
კატას შესცივდა.
ეძებს საქანელებისა და სასრიალოების ქვეშ თავშესაფარს.

გვერდით გამიარა ლეკვმა,
რომელიც ალბათ ეძებს მშობლის სითბოს
და ცდილობს გაჰყვეს
გვერდზე ეზოდან ძაღლის შეწუხებულ ყეფისმგვარ ძახილს.

თუთის ხის ფოთლებიდან წამოსული ცრემლი
მეცემა სხეულზე.

ფილტვები მევსება სუფთა ჰაერით.
ვიღებ ღვთაებრივ სიამოვნებას.

დამავიწყდა სახლიდან გასვლის მიზეზი..
Category: ლექსები | Views: 619 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-08-31 | Comments (0)

(მარიამს ბათუმში კაფე "რეტრო"-დან.)

ერთი გრამი სითბო
და ერთი წვეთი ცრემლი
ბევრად ძვირფასია
ვიდრე ნებისმიერი თანხა
ან სამკაული.

ნახატის სახელი — ოჯახი და ოჯახური მდგომარეობა.
Category: ლექსები | Views: 606 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-08-31 | Comments (0)

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 10 11 »