შეამჩნიე
ქუჩაში მიმავალი
სევდიანი, ცხოვრებისგან გატეხილი,
შენს გვერდით ჩამვლელი ადამიანი
გააჩერე,
ესაუბრე,
ეცადე დაეხმარო, სულიერად ან ხორციელად,
ეცადე მისცე მეორე დღეს, მზის ამოსვლის იმედი,
ეცადე გადაარჩინო,
და ეს ცდა — შენ გადაგარჩენს!
Category: ლექსები | Views: 544 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ცხოვრების დინების გზას
მხოლოდ წინ მივყავარ,
მამა.

ვგრძნობ,
შენც მხედავ და მომყვები,
რომ სადმე ფეხი არ დამიცდეს.

ადრე თუ გეგონა დედას უნდა დავეძინე,
ახლა შენზე ფიქრი არ მაძინებს,
რადგანაც ვხდები,
რომ ჩემს გვერდით ხარ
და უსმენ ჩემს სუნთქვას.

მწამს,
იქამდე არ გადავუხვევ გზას,
სანამ შენ თვალს მადევნებ,
მამი..
Category: ლექსები | Views: 760 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

პაემანი
სარკეში
საკუთარ თავთან..

გძინავს მარტოს.
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 528 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

მე თუ ძაღლს მივცემ მცირედ საკვებს,
ის სანამ მიხვდება რომ შესაძლოა ცოტა ჩემთვისაც დამეტოვა,
გამომყვება კუდის ქიცინით,
მის მერე, როდესაც დარწმუნდება,
რომ იძულებული ვარ
საჭმელი დავიტოვო მეორე დღისთვის,
მიხვდება რომ არ ვჭირდები
და წავა.

ასეა ხალხთან ცხოვრებაშიც,
მე თუ ვუტოვებ მთელ გულს ადამიანს,
მას იმდენ ულუფად ჰყოფნის,
რა წონასაც იკავებს ეს ორგანო
და არა იმდენად,
რა სიყვარულსაც იტევს..

ჭიანჭველას შეუძლია
ტანით ათრიოს თავის წონაზე ბევრად მეტი ტვირთი,
საკუთარ სახლთან მისულმა
შეისვენოს
და თავის მეუღლეს პირველი მოატეხინოს
ნამცეცის საუკეთესო ნაწილი.
Category: ლექსები | Views: 757 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ჩემს უკან მომავალი დღეები დგანან
და რიგრიგობით მეძახიან
მე ვცდილობ სულ წინ ვიარო
მაგრამ ამით უფრო ვცილდები რეალობას
და მიჭირს აღქმა ორი სხვადასხვა სამყაროსი

რადგან მეკარგება ხმა
რადგან მატულობს განვლილი მანძილი
რომელსაც უსწრებს დრო
რომელიც იკარგება ჩემსავით

და ძილის წინ თუ გისმენია საათის წიკწაკის ხმა
და გითვლია წარმოსახვითი ცხვრები ჟირაფები ან სპილოები
და მაინც არ მოგსვლია ძილი
და ნერვები გეშლებოდა
და ვერ ხვდებოდი იმას რომ რეალურად უკვე გეძინა
და ძილში ცდილობდი ჩაძინებას..
Category: ლექსები | Views: 535 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ზოგი უნებლიე შეცდომის გამოსასყიდად სისხლს გავიღებდი,
რომ შეიძლებოდეს მისით მორეცხვა,
როგორც ხსნარითა და წყლით იატაკის გახეხვა
და სადმე სამუდამოდ გადასხმა,

საიდანაც გაფილტრული წყლის სახით,
არავის მოუბრუნდება მსგავსი სიტუაცია
და სახეზე შესხმით ვერ გაიხსენებს მას.

არ ვიცი,
თუ არსებობს ისეთი რამ რაც ცვლის ადამიანს
ავიწყებს მისთვის მოყენებულ ტკივილებს,
უეცარს მაინც..

მწამს,
რომ არსებობს შენდობა, მიტევება
და როგორც აღსარების ჩაბარების შემდეგ
ადამიანი გრძნობს თავისუფლებას
და ივიწყებს საკუთარ ცოდვებს,
რომელიც შესაძლოა თვალცრემლიანი სინანულით აღაირა,

ისე ძლიერ მსურს გამიგო
თუნდაც ამ ნაწერით რის თქმას ვაპირებდი
და რა გამომივიდა..
Category: ლექსები | Views: 525 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ჩემი გრძელი ღამეების ზღვა ბედნიერებას
ღრუბლებს ზემოთ ჩიტმა გადაუფრინა

მოვკვდი.
ჭიქაში ჩაი ჯერ კიდევ ცხელია.

მინდა იქამდე მაინც გიყვარდე,
სანამ ეს ჩაი გაცივდება,
თუმცა ვიცი,
შენი სიყვარულიც უშაქრო იქნება.
Category: ლექსები | Views: 557 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

უბრალოდ წამიერი გაფიქრება,
რომ არსებობს
თუნდაც ერთი ადამიანი,
ვისაც უყვარხარ..

ამ აზრით ვერ ამარცხებ სიკვდილს,
უბრალოდ გადადებ სხვა დღისთვის
მაგრამ ამით ცხოვრებას ეძლევა

ძალა და იმედი,
რომელიც დაგაღამებინებს დღეს
და შეძლებს შენში გათენებას!

( მიყვარხართ! <3 )
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 540 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ალბათ,
არსებობს სხვა სამყაროებიც,
რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ,
აქვე ჩვენი ოთახის ჰაერში,
ერთი ხელის გაწვდენაზე,
რომლებიც გვიყურებენ
და ჩვენზე მეტი იციან ჩვენს შესახებ.

ზოგჯერ,
სიზმარში ვნახულობ ქალაქის რაღაც ადგილებს,
ვიღაც ადამიანთა სახეებს,
რომლებსაც ვერ ვცნობ,
ან შორეულ წარსულში მომიკრავს თვალი
ანდაც მომავალში ვნახავ მათ..

ზოგჯერ,
ქუჩაში უკნიდან ვგრძნობ რაღაც საშიშროებას,
გავიხედები და არავინ,
ვაგრძელებ გზას
და ან ბავშვის ნასროლ ქვას ავიცდენ,
ან ბინიდან რაიმე გადმოგდებულ ნივთს.

შესაძლოა,
დაგეცეს ფოთოლი ან ნიავმა ისე გაგიელვოს მხრებში ,
რომ იგრძნო ადამიანის შეხება,
გაკანკალდე და ადგილზე გაშრე.

ზოგჯერ,
პარალელური სამყაროს წარმომადგენლები
ტოვებენ საკუთარ კვალს,
ან დამტვრეული ჭიქით,
ან სიბნელეში ფანრიდან შემოსული ლამპიონის შუქზე
ან კერძოდ გულში,
სადაც იბადება ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 511 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

ჩემი ერთი დღე დაიწყო ასე.
ვიყავი მარტო.
შეშლილ ავტოპორტრეტს ვხატავდი,
რომელსაც ეკლდი შენი სითბო,
იმიტომაც გამოვიდა ასეთი ცივი.
წამოვწექი ტახტზე
და მორიგი კოშმარულისიზმრის შემდეგ..

ავიფრცქვენი სიფრიფანა კანი სხეულიდან
მოვაყარე მარილი,
დავასხი ტაფაზე ორი წვეთი ზეთი
და შევწვი.
გული არ მიმივიდა მეჭამა
და დავუყარა უბნის ძაღლს.

ვიყურები ფანჯრიდან.
ვხედავ თათებით ძლივსღა მოათრევს სხეულს.
ისე ჩაუარა ჩემგან ნაჩუქარ საუზმეს,
რომ არც კი დაუყნოსავს.
ვხვდები,
მასაც არ ვჭირდები,
შენ მითუმეტეს..

მინდა ვიყვირო ხმის ჩახლეჩამდე,
მინდა ვიფრინო უსასრულოდ
და ერთი თვის მერე სადმე რამეზე დავეცე..

მინდა ყოველ ჩემს ჭკუიდან შეშლას შენი სახელი ერქვას,
რადგანაც სიგიჟეა ჩემი სიყვარულიც და ცხოვრებაც.

მინდა არავის ესმოდეს ჩემი განწირული ხმა,
უბრალოდ,
როდესაც დავწყნარდები,
მაშინ მოხვიდე,
... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 531 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-07-14 | Comments (0)

მოწმენდილ ცაზე
იმედად შემორჩენილუ ვარცკვლავის მსგავსად
ხარ ჩემგან შორს,
მარტოდ
და წამითაც არ გახსენდები.

მწამს,
ოდესმე შევძლებ ცაში ფრენას,
შენს გვერდით.

ჩაგკიდებ ხელს.
მოგწყვეტ,
როგორც ხიდან ნორჩ ყვავილს
და ერთმანეთს მივაჭკნებით
ჩვენს ბოლო აციმციმებამდე..
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 684 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

მსურს სასწაულის ხილვა,.
ვიდგე უდაბნოში
და ჭიდან ვედრო წყლის ამოღებით
გადავარჩინო ქალი,
რომელიც ჩემთვის
საშოდან შობს ახალ სიცოცხლეს..
Category: ლექსები | Views: 586 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

ჩემნაირი არავინაა.
დარწმუნებული ვარ ამაში.

მე მინდა
სიხარულის მცირე ნაპერწკალი მაინც ვუსურვო მათ,
ვისთვისაც სულერთი არაა ახალი წელი,

მხოლოდ იმიტომ,
რომ ჩემსავით უხარია,
უამრავი ადამიანის გახარებული სახე.
Category: ლექსები | Views: 632 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

მე შემიძლია შენზე ფსიქოლოგიურად ვიმოქმედო,
მაგრამ არ ვარ ეშმაკეული
და არ მსურს,
რომ ვინმე შეეწიროს ჩემს ნაცხოვრებ ნაწერებს,
იმიტომაც ვიმეტებ მხოლოდ ჩემთვის.

შენ როდესაც გამიცნობ, მკითხველო..
იპოვი ჩემს მისამართს, ქალაქს, ბინას..
დააკაკუნებ..
ან კარს გაგიღებს ვინმე სხვა,
ვისაც არაფერი ეცოდინება ჩემს შესახებ,
ან თუ უფრო დააგვიანებ,
დაინახავ ძველ მიტოვებულ კორპუსს,
საიდანაც ფიცრები დიდი ხნის წინ დაწვეს ფეჩში
და რკინები კი ჯართში ჩააბარეს ვიღაცებმა,
რომლებიც უკვე წლებია საზღვარგარეთ გაზიდეს.

კიბის რამდენიმე საფეხური ჩატეხილია და
გეშინია სამსართულიანში ბოლო სართულამდე ასვლა.
გაინტერესებს ჩემზე რაიმე ინფორმაცია,
მაგრამ კარის გვერდზე კედელიც იმდენჯერ ჩამორეცხა წვიმამ,
რომ ზედ ვერაფერს ამჩნევ..

მუსიკა, ხატვა და პოეზია
ჩემი სიგიჟის უსასრულობაა,
რომელსაც შეუძლია როგორც მაცხოვროს,
ასევე ბოლო მომიღოს,
ისე, რომ ჩემ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 588 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

შენ მომატუე.
გულთან ისე ახლოს მიმიშვი,
როგორც ბიუსჰალტერი შენს მკერდთან.

მე შემიძლია კარის ჩამონგრევა,
გინებით-ღრიალით,
დალეწვა ბინაში ყველაფერი ძვირფასის,
მაგრამ იმასაც ვხვდები,
რომ არაფერ მსგავსს არ აქვს აზრი,
რადგანაც ..

მე შენთან იმაშიც კი ვარ მართალი,
რაც რეალურად არ შემიძლია რომ გაჩუქო,
ანუ დაგივიწყო..
Category: ლექსები | Views: 552 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

შენ დაისადგურე ჩემში.
მე სულის რენტგენით გაგხადე.
დაგხატე.
ვერაფრით ვერ გშლი
გულიდან..
და დავწვი ნახატი.
Attachments: სურათი 1
Category: ლექსები | Views: 636 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

დაძინებისას ვრთავ ბრას
და ვიძინებ მის მბჟუტავ სინათლეში.

ვწუხვარ,
არავინ მყავს,
ძილში გარდაცვლის მომენტში,
შემოვიდეს
და ამინთოს ოთახში შუქი.
Category: ლექსები | Views: 682 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

დავბადოთ ჩვენს გულებში ქრისტე,
როგორც სულიერი ნორჩი ყვავილი,
და არ მოვაკლოთ სიყვარული,
და მივცეთ ზრდის საშუალება,
გულიდან სისხძარვებში კანის ამოხეთქვამდე,
თუნდაც ჩვენს ბოლო ამოსუნთქვამდე,
რომ ჩვენში არ დაჭკნეს მისი ფესვები..
ამინ!..
Category: ლექსები | Views: 608 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

ამდენი უსამართლობისა და ტანჯვა-წამების
გამოვლის შემდეგ,
ერთადერთი თხოვნაღა მრჩება უფალთან მისატანი.

ღმერთო,
დრო უნდა ჩერდებოდეს
ჩვენს ბედნიერ წამებზე..
Category: ლექსები | Views: 609 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

მოიდგი სკამი ჩემს საძინებელთან.
ჩამოჯექი.

დამაძინე..

დილით,
მის საზურგეზე გადაკიდული ტანსაცმლის ნაცვლად,
შენ დამხვდი
და არა წამში გაელვებული სიზმარი.
Category: ლექსები | Views: 623 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2019-02-01 | Comments (0)

« 1 2 3 4 5 6 7 ... 10 11 »