ქალისა და კაცის სევდიანი სიმფონია
ფასი — 200 ლარი
აბსტრაქცია.
ტილო, ზეთის საღებავები, ფუნჯი, მასტეხინი.
ზომა — 40 X 30 სმ.
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 659 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-08-31 | Comments (0)

სულიერი მდგომარეობა
გაჩუქებულია.
აბსტრაქცია.
ტილო, ზეთის საღებავები, მასტეხინი.
ზომა — 50 X 40 სმ.
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 615 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-08-31 | Comments (0)

ჩემი ნახატებს ეღირსათ სხვისი მოლბერტი, რამდენიმე საათით, უფასოდ. "One Way Ticket To The Moon" ვდგავარ იმედით, ბათუმის ბულვარში, ფანტანებთან ახლოს, შეგიძლიათ მობრძანდეთ, დაათვალიეროთ, ასევე სხვა ნახატებიც და სურვილისამებრ შეიძინოთ იაფად.

ამ ფოტოს ვდებ ახლა 31 აგვისტოს, ზუსტად ერთი თვის მერე..
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 667 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-08-31 | Comments (0)

(მარიამს ბათუმში კაფე "რეტრო"-დან.)

ერთი გრამი სითბო
და ერთი წვეთი ცრემლი
ბევრად ძვირფასია
ვიდრე ნებისმიერი თანხა
ან სამკაული.

ნახატის სახელი — ოჯახი და ოჯახური მდგომარეობა.
Category: ლექსები | Views: 606 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-08-31 | Comments (0)

ჩვენი ბავშვობა
მხოლოდ იმით იყო ცუდი,
რომ..

მალე დასრულდა.
Category: ლექსები | Views: 706 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-08-31 | Comments (0)

ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი, რომელმაც ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიისგან მაგისტრატურის კურსის გასავლელად მაქსიმალური გრანტი მიიღო.

თედო რეხვიაშვილი 3 წლიდან ხატავს. როგორც თავად ამბობს, ხატვა ძალიან უყვარს და ოჯახის წევრები ამაში სულ მხარს უჭერდნენ.

თედო რეხვიაშვილი პედაგოგიურ საქმიანობს, 22 წლის ასაკში, სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ შეუდგა.

თედო რეხვიაშვილმა მისი რჩეული ნამუშევრები ნიუ-იორკში, გამოცდაზე გააგზავნა, სადაც მოწონება დაიმსახურა. მან მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, საუკეთესოთა შორის მოხვდა და მაქსიმალური გრანტიც მიიღო.

ნიუ-იორკის აკადემიამ, თედო რეხვიაშვილი 15 ათასი დოლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა, რაც მას სწავლას ნაწილობრივ უფინანსებს. თუმცა გადასახდელი რჩება 23 ათასი აშშ დოლარი.

ახალ დარჩენილი თანხის მოგროვებას ცდილობს, რათა საბოლოოდ შეძლოს სწავლის საფასურის დაფარვა. დრო 5 სექტემბრამდე აქვს.

Attachments: სურათი 1
Category: სხვა | Views: 1126 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-08-13 | Comments (0)

One Way — One Love

მე თუ ვერ გადავცურავ ზღვას,
ვინახულებ მთვარეს —
დავწერ ლექსს და დავხატავ ცას.
თავისუფალ მხარეს..

One Way — One Love

სიგარეტი, წყალი და პური.
სიყვარული, გაგება და პატივისცემა.

One Way — One Love

ცარიელ გზაზე დავდივარ მარტო.
გზას ბოლო არ უჩანს..
მთა მაახლოებს ცასთან.

One Way — One Love

ვგრძნობ,
ფრენისთვის გადმოხტომა მიწერია,
მეტრო.
ვერტმფრენი.
მიტოვებული მაღალსართულიანი კორპუსის სხვენი.
ტრანსპორტის ფანჯარა.
სხვა..

One Way — One Love

ჯოჯოხეთის შესახებ
ჩამოვჯდეთ და ყველაფერს მოგიყვები.
მე საღებავები მჭირდება რომ დავხატო
საკუთარი სულიერი მდგომარეობა.
სამოთხისთვის (თუ მოიძებნა იქ ჩემი ადგილი) — უფალი.
ღვთისთვის — ტვირთვა ამ ჯვრის,
რომელიც ყოველი დღე უფრო მძიმდება.

One Way — One Love

არ ვიცი..
ვდგავარ ზ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 650 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-08-04 | Comments (0)

ამ პოსტში მინდა გავაერთიანო ჩემი საყვარელი ადამიანის, ოთხი შვილის დედის, პოეტი ქალის ცხოვრებისეული საინტერესო ჩანაწერები და სიღრმისეული პოეზია.
 

ჩანაწერები:


* * *

არ დაკვირვებიხართ? რაც უფრო იზრდება ჩვენი გულწრფელობის ხარისხი, როცა ცუდად ვართ, მით უფრო მარტონი ვრჩებით. თითქოს ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ჩვენი რუხი ამბებით მათ სიმწრით მოპოვებულ სინათლეს, როგორც ძვირფას მონაპოვარს, ვუმღვრევთ. ვითომ გვერდით გვიდგანან, რომ სინდისი არ აუჯანყდეთ და სინამდვილეში ყველა სიტყვა იმ უჯრიდან აქვთ ამოღებული, რომელშიც პლასტმასის, ხელოვნური, უკაპილარებო გრძნობები აქვთ გადანახული ჩვენისთანებისთვის. ისე ამაყად გვანუგეშებენ, თითქოს გვციოდა და ჩაგვაცვეს, მაგრამ რის გადაგდებასაც აპირებდნენ, ის მოგვცეს. ცხადია, მადლიერნი უნდა ვიყოთ, გავთბით, მაგრამ ჩვენ მაინც სულ ისეთს ველოდებით, ვინც იმას გაიღებს, რაც უყვარს. ასეთები თითქმის არ არსე ... კითხვის გაგრძელება »

Attachments: სურათი 1
Category: სხვა | Views: 943 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-08-03 | Comments (0)

რა მელოდება ხვალ,
ისევ მომავალი ოცნებები შეეწირება
იმედის აუსრულებლობას
და ყელში მომიჭერს თოკივით ყრუ ტირილი

თუ სითბო გამინათებს გზას
რომელზეც ხელჩაკიდებული წყვილი გაივლის,
რისი დახატვის სურვილი გამიჩნდება,
სახლში მისულს კი თითებისა და თვალების გარდა
არაფერი მემახსოვრება.

მაპატიე სულო,
რადგან გიწევს ამხელა სხეულის ზიდვა.
მაპატიე გულო,
რადგან გიწევს ამდენი ტკივილის ატანა.
მაპატიე ხელო,
რადგან გიწევს ამდენი არაფრისგან რაღაცის დაწერა.
მაპატიეთ თქვენც,
ვინც კითხულობთ ჩემს ლექსებს და გულზე გხვდებით,
ორივეს გაგვაჩნია რაღაც საერთო..

არ ვარ კარგად,
მაგრამ არც ცუდად ვარ.

ერთმა თქვა —
"ჯობია ხალხს ვენდო და გამიცრუვონ იმედი,
ვიდრე არავის ვენდობოდე"

და ბოლოს..

მსურს დაძინება.
უბრალოდ ძილი
გამოღვიძების გარეშე..
Category: ლექსები | Views: 648 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-30 | Comments (0)

მოგესალმებით მე, ნიკა ძამიაშვილი.
მე სკოლის პერიოდიდან ვხატავდი, ბევრს მოსწონდა ჩემი ნახატები, ახლა კი, რაც სერიოზულად მოვკიდე მხატვრობას ხელი, დაიწყო დიდი ხარჯები, რასთანაც გამკლავება რეალურად არ შემიძლია, თუკი არ მივმართე რეალიზაციას.
შესაძლოა, არ ვიყო პროფესიონალი, აი, მაგალითად, შემიძლია ვუყურო გოგონას ან ქალის ფოტოს და მისგან გამომდინარე ენერგიამ დამახატინოს ხე, ყვევილი, მთა, ზღვა ან რაიმე აბსტრაქტული ნახატი. მე უფრო ვანიჭებ უპირატესობას ხასიათის დაჭერას, ვიდრე ზუსტ, ფოტოს მაგვარ მსგავსებას, ალბათ, იმიტომ რომ არ ვარ პორტრეტისტი, არა, არ ვერჩი მათ, რადგან მათ როგორც რეალიზმი, ისევე ბევრია, რომელიც არა ცივად გადმოაქვს ფოტოსავით ნახატი, არამედ ეტყობა, ჩანს მასში სულიც, უბრალოდ ყველა თავისას ხატავს და თავისი გზა აქვს. ასევე ვხედავ გამოხედვას, გრძნობებს, განცდილ სითბოსა და ა.შ..
დიდი სიამოვნებით, ჩემს ყველა ნახატს დავიტოვებდი ჩემთვის სახლში და ვისიამოვნებდი მათი ყურებით.
მე არ მიყვარს წუწუნი, უბრალოდ იძულებული ვარ, რადგან ამ მომენტისთვის სამუშაო არ გამაჩნია, ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 695 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-24 | Comments (0)

ქალის პორტრეტი
ტილო გაჭიმული ფანერაზე
ზეთის საღებავები, ფუნჯი და მასტეხინი
ზომა 40 X 30

იყიდება. თუ ვინმეს გნებავთ შეძენა — მომწერეთ პირადში ნიკა ძამიაშვილი

P.S. — ბოდიშით, ფოტოს ცუდი ხარისხისთვის
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 684 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-19 | Comments (0)

ცოცხალთა სასაფლაო

იყიდება. თუ ვინმეს გნებავთ შეძენა — მომწერეთ პირადში ნიკა ძამიაშვილი

პლასტმასის ფანერა
აკრილი და მასტეხინი

P.S. — ბოდიშით, ფოტოს ცუდი ხარისხისთვის.
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 623 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-18 | Comments (0)

იმედი სულიერი აფეთების
იყიდება. თუ ვინმეს გნებავთ შეძენა — მომწერეთ პირადში ნიკა ძამიაშვილი
ტილო
აკრილის საღებავი, ფუნჯი და მასტეხინი
ზომა 40 X 30

P.S. — ბოდიშით, ფოტოს ცუდი ხარისხისთვის
Attachments: სურათი 1
Category: ნახატები | Views: 652 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-17 | Comments (0)

რაიმე ისეთი განსხვავებული ფილმი მინდა, ტკივილიანი, აი, რომ რაიმე შედევრი დამახატინოს, ან რაიმე დამაწერინოს თუნდაც, ოღონდ არა იმიტომ რომ დავხატო ან დავწერო, შეიძლება რაიმე ფილმს უყურო და რაიმე შემომეხატოს, ან შემომეწეროს, მაგრამ ბევრად უფრო მძლავრს ვუყურო და არაფერი განვიცადო, ანუ ან ბუნებით, ან სახის გამომეტყელებით და რაიმით არ იმსჯელოთ, კაი ხედები და რამე, აი, როგორა-ვთქვა, წინა რომ დავპოსტე ფილმი-პოეზია-თქო, ერთმა ავტობუსის მძროლ-პოეტზე, მეორემ თვითონ ფილმს ჰქვია პოეზია და მსგავსი რამეები დამიპოსტეს, რაც მახსოვს და.. აი მე მაგალითად, ჩემთვის ფილმი პოეზია, არის "and now.. ladies and gentlemen", "ზამთრის ძილი", "პიჯაკი", ასევე "ბიჭი ზოლიანი მაისურით" და კიდევ რამდენიმე... ჰო, ოღონდ თხოვნაა, არ იყოს ებრაელებზე და ხორცვაზე, ომზე, სისხლზე, აუ, ამ თემაზე გამახსენდა ერთი ფილმი, მამა რომ არწმუნებს შვილს, რომ ეს თამაშია, რომ თუ დაიმალება და ხმას არავის გასცემს მთავარი პრიზი, თუ ყველაზე ემტი ქულა ექნებათ და გამარჯვებულებს ტანკს აჩუქებენ და იქ დედა რომ შეაჯდება იმ მატარებელს, და ორივემრომ იცის ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 679 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-14 | Comments (4)

2016 წელს ქალაქ თბილისში, ლიტერატურული მუზეუმის თეატრში გაიმართა ჩემი ცხოვრებისეული საღამო, "როცა მზე ჩავა" სადაც წავიკითხე საკუთარი ლექსები და სცენაზე ისე მოვაწყე, როგორც ვცხოვრობ, რასაც განვიცდი და როგორიც ვარ.

ამ საღამოს მოწყობაში მხარში ამომიდგნენ ჩემი მეგობრები, უბრალო და გენიალური პოეზიისა და უბრალოდ აზროვნების მატარებელი ადამიანები, ნიკა ჩერქეზიშვილი და ლაშა მარგიანი. საღამომ ნორმალურად ჩაიარა. ეს კი არის ერთერთი კადრი, რაც შემომრჩა იმ დღიდან..
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 726 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-12 | Comments (0)

იყო წარსული, რომელიც მახსოვს შეძლებისდაგვარად.
პირველი კლასიდან მოყოლებული მორცხვი და ჩუმი ბავშვი ვიყავი.
არ მახსოვს რამდენი წლის და მერამდენე კლასში ვიყავი ალბათ მეორე ან მესამე, მაგრამ მახსოვს რომ ვხატავდი და მოეწყო ქალაქ რუსთავის მეორე სკოლაში ჩემს კლასში ჩემი ნახატების გამოფენა, ბავშვებისთვისა და მასწავლებლებისთვის და თუ მშობლებიც იყვნენ, არ მახსოვს, იყო ლიმონათი და ნამცხვრები.
დღემ მაშინ ჩაიარა, როდესაც ერთი საყვარელი გოგონა გამოიქცა დედაჩემისკენ და მას თვალებგაბრწყინებულმა უთხრა, რაღაც ამის მსგავსი, რომ აღფრთოვანდა ჩემი ნახატებით, ეს სახე და სიტყვები დედაჩემს ალბათ უფრო ნაკლებად ახსოვს, ვიდრე მე მაქვს წარმოდგენილი.

გადის კიდევ რამოდენიმე წელი და ისევ ვხვდებით სხვა სკოლაში.
როდესაც სკოლაში ზიხარ, ზარის დარეკვისას, იღებ პატარა სათამაშო მანქანას და გაგორებისას — გამომგორებელიმხოლოდ შენი მარცხენა ხელია, გარეთ კი დარბიან ბავშვები და ხმაურობენ. გიხარია და უღიმი მას, ვინც მოულოდნელად მოვა შენთან და გამოგიგორებს მანქანას ვინც გაგრძნობინებს, რომ მა ... კითხვის გაგრძელება »
Attachments: სურათი 1
Category: ჩანაწერები | Views: 682 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-12 | Comments (0)

ხადას ხეობა, მცირე ხნით შევისვენეთ და გადავიღეთ ფოტოები.
khadas kheoba, mcire khnit shvisvenet da gadavighet fotoebi.

წინა პლანზე მე ვდგავარ რაღაც ნაგებობის ქვებზე, რომელიც ფოტოს შემდეგ ჩამოინგრა და ლამის ფეხი გადამიტრიალდა. ჩემს უკანა ფონზე კი იმყოფებიან მაგარი კაი ძმა-ბიჭები — ნიკა ჩერქეზიშვილი, გიორგი ხეცურიანი, ლაშა მარგიანი, დიმიტრი ჯამაგიძე, დაჩი ფაჩულია.

ფოტო გადამიღო — ვასილ ხურციძემ.
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 679 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-12 | Comments (0)

ნიკამ თქვა — ჩვენს წინაპრებს აქ თუ ამხელა ლოდები ამოჰქონდათ, ცხოვრობდნენ და შემდეგ ციხეებში ათენებდნენ ღამეებს, ჩვენ ის, მაინც უნდა შევძლოთ, რომ საკუთარი თავები ამოვიყვანოთ!..

მე კი ასე მიხარია — ღვთის მადლით, საქართველოსა და საკუთარი, მთებივით უსრული სურვილის დასაკმაყოფილებლად, ჩვენ შევძელით, დავლაშქრეთ!

მე ვარ ყველაზე უკან, გადაღლილი, ფეხებს ძლივს მოვათრევ, აღარაფრის თავი არ მაქვს და ბევრჯერ მითხრეს, რომ უკან გავბრუნებულიყავი, ჩავსულიყავი, მაგრამ არ დავნებდი, რაღაცა იყო ჩემში, რომ უნდა ბოლომდე ავიდე, მთის ყველაზე მაღალ წერტილში ...

ფოტოზე ასევე არიან — დიმიტრი ჯამაგიძე, ნიკა ჩერქეზიშვილი და ვასილ ხუციშვილი.
Attachments: სურათი 1
Category: ფოტოები | Views: 671 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-12 | Comments (0)

რა გინდა ნიკუშა?
სითბო და სიყვარული სუფევდეს ჩემში და ასევე გადავდო ყველას და მათაც მიიღონ, ოღონდ მე არ დამაკლდეს და არ გავცდივდე.
მინდა ჩემს გვერდით გოგონა, რომელიც მიყურებს ხელს ჩამკიდებს და არაფერს მეტყვის.
მინდა ხელჩაკიდებული ვუყურო მას, მესმოდეს მისი ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ასევე ვგრძნობდე მის გულისცემას.
მინდა მასთან ერთად ვიხეტიალო რუსთავის ქუჩებში, ეზოებში, სკერებში თუ პარკში.
მინდა ხელში აყვანილმა ჩავიხუტო და ..
მინდა ზეთის საღებავები, მინდა ტილო, რაზეც დავატავ, მინდა მალე გაიყიდოს ჩემი რომელიმე ნახატი მაინც, რომ ორი კაპიკი მაინც მქონდეს, რითაც მომიწევს შემდეგი ნახატის დახატვა, რომელზეც იქნები გამოსახული შენ.
ვინ შენ?
შენ, ვინც მინდა იყო ჩემი შვილის დედა.
შენ, ვინც მინდა გესმოდეს ჩემი.
შენ, ვისთვისაც მინდა მე ვიყო ის, ვისაც დაეყრდნობი, დაღლილი თავს დამადებ მხარზე, ჩაგეძინება და მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით გაიღვიძებ.
მინდა წიგნის გამოცემა, რადგანაც ჩემი ლექსები უნდა გადამეთარგმა რუსულად ელენა მ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ჩანაწერები | Views: 662 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-10 | Comments (0)

რკინიგზის სადგური,
მატარებლის წასვლის ხმა.
ცარიელი ბოთლები.

სირცხვილი ხელის გაშვერის
და იმავე ხელის თავისუფლება სხვის ჯიბემდე.
ჯართის შეგროვების პუნქტები.

ლუდით სავსე პლასტმასის ბოთლების დაცლა.

ინტერესი ერთჯერადი შპრიცების,
ეზოში ფეხბურთის თამაშის დროს.

ახალი შემოსული კომპიუტერული თამაშები —
სონიზე - ქრაში, დენდიზე - მარიო.

კარგ ვარიანტში,
დილა — შუადღე — საღამო —
მარილდაყრილი პური, კარტოფილის პიურე, წყალწყალა სუპი.
ხორცის გადამამუშავებელ მანქანას (კუჭს)
ედება მტვერი და სჭამს ჭანგი.

გაქცევის სურვილი!

ცხოვრებამ მოგვტეხა ფრთები,
რომლის არსებობა არც კი ვიცოდით
და რომც გვცოდნოდა — ვერ გავუფრთხილდებოდით,
რადგან არ უსწავლიათ ჩვენთვის,
რადგანალბათ მათაც არ ასწავლეს,
რადგან ალბათ ვინმეს არ აწყობდა ჩვენი ფრენა,
რადგან უნდა გვეტკეპნა —
სხვისი ათასგზის გადატკეპნილი მიწა.

ასევე ... კითხვის გაგრძელება »
Category: ლექსები | Views: 656 | Added by: nikadzamiashvili | Date: 2018-07-09 | Comments (0)

« 1 2 ... 14 15 16 17 18 ... 21 22 »